როგორ შევარჩიოთ ავეჯი მცირეგაბარიტიანი შესასვლელისთვის - სპეციალისტების რჩევები

შესასვლელი ერთ-ერთი ის პირველი ადგილია, სადაც სახლში შესვლისთანავე აღმოვჩნდებით ხოლმე. სწორედ ამ ადგილის მიხედვით ექმნება ადამიანს საერთო წარმოდგენა სახლსა და მის დიასახლისზე. საყურადღებოა ისიც, რომ ძალიან ხშირად სახლის შესასვლელი საკმაოდ მცირე მოცულობის არის და ამ შემთხვევაში მის მოწყობაზე ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ.



შევევცდებით პროფესიონალთა რჩევები დაგახმაროთ, თუ როგორ შეიძლება აქციოთ სახლის სულ პატარა შესაავლელიც კი ძალიან მყუდრო და რაც მთავარია, საკმაოდ ფუნქციურ ადგილად.

აშკარაა, რომ მცირეგაბარიტიანი სახლების შესასვლელი არ არის გათვლილი დიდი ზომის ავეჯზე, მაგრამ ამ ადგილას ხომ უნდა განვათავსოთ
აუცილებელი კარადა ტანმსაცმლისათვის, ფეხსაცმლისათვის და აქსესუარებისთვის.



პროფესიონალთა აზრით, საამისოდ უმჯობესია უპირატესობა ჩაშენებულ კარადას მოვანიჭოთ.

შესასვლელში აუცილებლად უნდა იყოს განკუთვნილი ადგილი ჩანთებისა და გასაღებებისთვის. გირჩევთ გამოიყენოთ კედლის საკიდები.



სახლის ამ ადგილისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სარკე. სანამ სახლიდან გახვალთ, სარკეში ჩახედვა და საკუთარი თავის სრულფასოვნად შეფასება ხომ აუცილებელია. ამიტომ გირჩევთ შესასვლელში აუცილებლად გამონახოთ ადგილი სარკისთვის, ან თუნდაც სარკე კარადის კარებზე განათავსოთ.



თუ იმდენი ადგილი არ გაქვთ, რომ სპეციალური ფეხსაცმლის კარადის განთავსება შეძლოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხსაცმლის სტელაჟი. გვერწმუნეთ, ეს საკმაოდ კომფორტულია.



ასევე ძალიან კარგია ნიშების გამოყენება, ასე უამრავი ადგილის დაზოგვას შეძლებთ. ღია თაროებზე უამრავი წვრილმანის განთავსებას შეძლებთ. ასევე კარგად მოხერხდება საკიდის გაკეთებაც.

კომენტარის დამატება