როგორ შევარჩიოთ ლამაზი დივანი მისაღებისთვის

როგორ შევარჩიოთ ჩევნთვის შესაფერისი დივანი მისაღები ოთახისთვის? პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რა ფუნქციური დატვირთვა ექნება მას, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ინტერიერის თავისებურებებიც.

მისაღები ოთახი არა მარტო ოჯახის წევრთა მოსასვენებელი, არამედ სტუმრების გასამასპინძლებელი ადგილიც არის.
დივნის არჩევის დროს პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის შეესაბამებოდეს საერთო ინტერიერს. უნდა გაითვალისწინოთ დანაჩენი ავეჯის სტილი და ფაქტურა.

ფუნქცია
დივნის ფუნქციონალური დანიშნულება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. თუ ის ოთახის ცენტრში უნდა დაიდგას, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლამაზი საზურგე. დივანს შეიძლება დამატებითი დასაძინებელი ან სათავსოს ფუნქციაც ჰქონდეს, რაც მცირეგაბარიტიან ბინებში
ძალიან აქტუალურია.
ფორმა
დივნის ფორმა ხშირ შემთხვევაში ოთახის სიდიდეზეა დამოკიდებული. პატარა სივრცისთვის მინიატურულ მოდელებს ირჩევენ. დიდი სივრცისთვის კი კუთხის მოდელი იდეალურია.

ფერი
ფერი ნებისმიერი შეიძლება შეირჩეს. ეს აბსოლუტურად დიასახლისის გემოვნებაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით პოპლარულია ნეიტრალური ფერები, ნაცრისფერი, კრემისფერი, თეთრი. ალტერნატიული ვარიანტია აქცენტი მკვეთრი ფერითა და ორიგინალური პრინტით.


დეკორი
დეკორი ნებისმიერ ინტერიერში მნიშვნელოვანი დეტალია. მისი სწორად შერჩევის შემთხვევაში ოთახს აუცილებლად დაემატება სიმყუდროვე. შეგიძლიათ თქვენი დივანი ტექსტილით, დეკორატიული ბალიშებით გაალამაზოთ, ასე თავს უფრო მყუდროდ იგრძნობთ და უფრო კარგადაც დაისვენებთ.

რა გადავაკრათ დივანს - ყველაზე პოპულარული ქსოვილი და მოდური გადაწყვეტილება

კომენტარის დამატება