რა უპირატესობები აქვს სამზარეულოში მრგვალ მაგიდას

ნებისმიერ სახლში სამზარეულო განსაკუთრებულ ადგილად ითვლება. აქ არა მარტო ვამზადებათ საკვებს, არამედ ვიკრიბებით და ოჯახის წევრებთან ვურთიერთობთ. ამიტომ არის აუცილებელი სამზარეულოში იყოს კომფორტი და სიმყუდროვე. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, როგორ შევარჩიოთ მაგიდა სამზარეულოსთვის.

სასადილო მაგიდის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება - სამზარეულოს ზომა, ოჯახის წევრთა რაოდენობა, ინტერიერის დიზაინი. ვარიანტი უამრავია, შერჩევა კი რთული.

რატომ არის უკეთესი მრგვალი მაგიდა

1. იკავებს ნაკლებ ადგილს
თუ თქვენი სამზარეულო პატარაა, ოთხკუთხედი მაგიდა არც ისე ლამაზად გამოჩნდება.

2. მეტი
ადამიანი ეტევა


მრგვალ მაგიდასთან უფრო მეტი ადამიანი ეტევა, ვიდრე ოთხკუთხედთან. არავის მოუწევს კუთხეში ჯდომა და სკამებიც უფრო მარტივად მოთავსდება.

3. უფრო ადვილია ერთმანეთთან ურთიერთობა

მრგვალ მაგიდასთან ადამიანები ბევრად კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე ოთკუთხედთან, ამ დროს კომუნიკაცია ბევრად მოსახერხებელია.

4. უფრო უსაფრთხოა

მახვილი კუთხეების არქონის გამო იდეალურია ოჯახისთვის, სადაც პატარა ბავშვები არიან.

5. მარტივია გადაადგილება
მრგვალი ფორმა მანევრირების უკეთეს საშუალებას იძლევა, მით უმეტეს, თუ სახლში ადგილის დეფიციტია.

6. საკვები ერთნაირად არის დაშორებული ყველასგან

მრგვალ მაგიდასთან სუფრის ყველა წევრი თანაბარ პირობაშია, საკვები ერთნაირად არის დაშორებული თითოეული მათგანისგან.
ამგვარად, მრგვალი მაგიდა იდეალური ვარიანტია 3-4 კაციანი ოჯახისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადგილის ეკონომიის გაკეთებაა საჭირო.


კომენტარის დამატება