ძველმოდური ინტერიერი: ნივთები, რომლებზეც დროა, უარი თქვათ


მოდა ძალიან სწრაფად იცვლება. ეს ეხება ინტერიერსაც. ხშირად ნივები, რომელიც რამდენიმე წლის წინ აქტუალური და მოდური იყო, ანტიტრენდულად იქცევა ხოლმე. გეთანხებით, მშობლების და ბებიების სახლი სიმყუდროვესთან და სითბოსთან ასოცირდება ხოლმე, თუმცა მოდით, შევთანხმდეთ, რომ ბევრი ნივთის ადგილი თანამედროვე ინტერიერში უბრალოდ არ არის.

ხალიჩა კედელზე


ჩვენი ბებიების დროს ხალიჩა კედლეზე ფუფუნების და კარგი გემოვნების ნიშანი იყო. მისი ყიდვა ადვილი არ იყო, ეს ოჯახის ბიუჯეტს აუცილებლად დააზარალებდა, თანაც სერიოზულად და არც მისი მოპოვება და შოვნა იყო ადვილი.
ამ ხალიჩის პრაქტიკული ფუნქცია ხმის
იზოლაცია და კედლისთვის სითბოს შენარჩუნება გახლდათ. დღესდღეობით კი წარსულის ეს გადმონაშთი უბრალოდ ადამიანის ცუდ გემოვნებაზე მიუთითებს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მასზე უარის თქმა.



თუ ინტერიერში ძალიან გსურთ ხალიჩის ხილვა, ეცადეთ ეს მოზომილად გააკეთოთ, საერთო დიზაინის გათვალისწინებით. ეცადეთ ხალიჩას მთავარი როლი, აქცენტის ფუნქცია მიანიჭოთ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ მისი ადგილი იატაკზეა და არა კედელზე.
ცნობისთვის, ამჟამად კვლად აქტუალურია ხალიჩა აღმოსავლური ელემენტებითა და ორნამენტებით.

მაგიდის გადასაფარებელი


ე.წ. მაგიდის ცელოფანი ადრე ძალიან აქტუალურ იყო, მას სუფრასთან ერთადაც კი ხმარობდნენ და ითვლებოდა, რომ ეს ძალიან პრაქტიკული იყო. მართლაც, იწმინდებოდა სველი ტილოთი, იცავდა მაგიდის ზედაპირს, თუმცა ინტერიერს ხიბლს ნამდვილად უკარგავდა. თუ არ გინდათ, რომ თქვენმა დიზაინმა ყველანაირი ხიბლი დაკარგოს, გირჩევთ საბოლოოდ თქვათ უარი ასეთ გადაწყვეტილებაზე.



თუ გინდათ, რომ თქვენს მაგიდას აფორმებდებს სხვადსხვა ელემენტები, ყურადღება დაწნულ ან ტექსტილის ხელსახოცებზე გააკეთეთ. მსგავსი დეტალები ბევრად ეფექტურად და თანამედროვედ გამოიყურება.




ხელოვნური ყვავილები



ხელოვნური ყვავილები ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის ბებიის სახლს ამშვენებდა. დღეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რა უგემოვნო რამ იყო დეკორის ეს ელემენტი. ამ დეტალის ჩანაცვლება ხელოვნურის ნაცვლად ბუნებრივი მცენარეებით უადვილესია. ყვავილების მაღაზიაში ხომ უამრავი სახის ყვავილის და ქოთნის შერჩევაა შესაძლებელი.




დივნის გადასაფარებელი


პლედი ან გადასაფარებელი დივანზე გამართლებული მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ დასვენების შემდეგ აღება დაგავიწყდათ. სხვა შემთხვევაში დივანზე რამის გადაფარებას არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ, თუ მაინცდამაინც გეშინიათ, რომ თქვენი დივანი დალაქავდება და გაჭუჭყიანდება, შეიძინეთ დივნის სპეციალური შალითა. ამაზე მარტივი კი ის არის, რომ უარი თქვათ დივანზე ჭამა-სმაზე.



მკვეთრი პრინტები



მკვეთრი, დიზაინის შეუსაბამო პრინტები დიდი ხანი ანტიტრენდად იქცა. გრაფიკული გამოსახულებები ინტერიერს სულ სხვა დატვირთვას ანიჭებს და ხშირ შემთხვევაში ის საერთოდ ამოვარდნილია საერთო ფონიდან. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მსგავსი პრინტები საერთოდ უნდა მოაშოროთ, ბოლო ვაიანტი არცთუ ცუდად გამოიყურება, რა თქმა უნდა, შესაბამის ფერთა შეხამებაში. საინტერესოა ისიც, რომ ერთად ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება ფლორა და გეომეტრიული ფიგურები.




ავეჯი კედელთან



ადრე ითვლებიდა, რომ ცენტრში დატოვებული თავისუფალი ადგილი და კედელს მიბჯენილი ავეჯი უფრო მეტ სივრცეს აჩენდა, თუმცა ასე არ არის. კარგად ზონირებული ფართობი ბევრად დიდად და ეფექტურად გამოიყურება.



ნაქსოვი ატრიბუტები სკამებზე



ხელნაკეთი ნივთები ლამაზი და კარგი რომ არის, ამაზე არავინ დავობს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, სად გამოვიყენოთ და რას უხდება. მაგალითად, საკმებზე გადაფარებული ნაქსოვი ელემენტები უკვე ძალიან მოძველდა და არააქტუალურია. დღესდღეობით ბევრად თანამედროვე ვარიანტები არსებობს სკამებისთვს და თუ ძალიან გინდათ, შეგიძლიათ სწორედ ის გამოიყენოთ.




გობელენი გადასაფარებლის ნაცვლად



მსგავსი ტიპის გადასაფარებელს ადრე ძალიან ხშირად შეხვდებოდით, თუმცა ახლა მისი დრო გავიდა, ისეთი ლამაზი, თანამედროვე კომპლექტების შეძენაა შესაძლებელი საწოლისთვის, რომ გობელენის ადგილი ნამდვილად აღარ რჩება.

1


კომენტარის დამატება