დივანი თუ საწოლი? რომელი ჯობია პატარა ბინისთვის?

მცირეგაბარიტიანი ბინის, ისევე, როგორც სტუდიოს ტიპის სივრცის მოწყობა, მარტივი საქმე არ არის. როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს დიზაინი და ფუნქციონალობა? ყველაზე გავრცელებული კითხვა კი გახლავთ შემდეგი: საწოლი თუ დივანი?
ორივე ვარიანტს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა საბოლოოდ არჩევანი თქვენი პრიორიტეტების მიხედვით უნდა გაკეთდეს.

დივანი ძალიან გავრცელებული ვარიანტია შეზღუდული სივრცის მოწყობის დროს, გარდა იმისა, რომ ის მოსახერხებელია და შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის, აქცენტის ფუნქციასაც ასრულებს ინტერიერში. სტილის და მოდელების მრავალფეროვნება იძლევა საშუალებას შეარჩიოთ შესაბამისი მოდელი ინტერიერისთვის.
ყველაფერთან ერთად დივანი იძლევა საშუალებას, დაზოგოთ სივრცე და
შექმნათ დამატებითი შესანახი სისტემა. და ბოლოს, დივანი ყოველთვის შეგიძლიათ აქციოთ დასაძინებელ ადგილად. ძალიან უხდება მისაღებსა და სტუდიოს ტიპის ბინას. შესაძლოა გამოიყენოთ სივრცის ზონირებისთვისაც. ის შესაძლოა იქცეს თქვენი ინტერიერის მთავარ დეკორად და ხიბლად.

თუმცა გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ პატარა სივრცეში დივანმა შესაძლოა გადატვირთოს სივრცე. რაც შეეხება საწოლს, თუ ხშირად გყავთ სტუმრები და მათ თქვენთან დარჩენა უწევთ, მაინც საწოლი საუკეთესო ვარიანტია.
საწოლიც, ისევე, როგორც დივანი, შეგიძლიათ შეუხამოთ ინტერიერს.
საწოლი შეგიძლიათ განათავსოთ პოდიუმზე ან გამოყოთ ბალდახინით.
ამ შემთხვევაში უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის მომენტი, რომ საწოლი საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომელზე გააკეთებთ არჩევანს, საბოლოოდ მთავარია, ყოს მოსახერხებელი და ჰარმონიულად ერწყმოდეს ბინის საერთო სტილს. ყურადღება მიაქციეთ ასევე იმას, რისგან არის დამზადებული დივანი თუ საწოლი, უმჯობესია მასალა იყოს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და რა თქმა უნდა, კომფორტული.

კომენტარის დამატება