8-ოთახიანი ბინა ვაკეში, რომელიც მილიონზე მეტად იყიდება (+ფოტოები)

უფასო განცხადებების საიტი saqme.ge ხშირად აქვეყნებს საკმაოდ ძვირად ღირებული ბინების გაყიდვაზე განცხადებებს. ამჯერად ყურადღება მიიქცია ბინამ ვაკეში, რომლის ფასიც 1 078 000 ლარია.

როგორც განცხადებიდან ვგებულობთ, ბინა ატენის ქუჩაზე მდებარეობს, ელიტურ კორპუსში. 8-ოთახიანია, 5 საძინებლით, აქედან 1 master bedroom-ის სტილში, საგარდერობე ოთახით, 3 სველი წერტილით, 2 სამზარეულოთი, კაბინეტით, 2 მისაღებითა და დაცვის ოთახით, ყველა ოთახი არის ნათელი, აივნებითა და ლამაზი ხედებით. პარკინგის ადგილი 2 მანქანაზე. ბინას აქვს 2 ბრონირებული კარები, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ სამგზავრო და სატვირთო ლიფტების საშუალებით შევდივართ ბინაში.
ფასი - 440.000$-ის
ექვივალენტი ლარებში. 

იხილეთ სხვა ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები