ეკა კვესიტაძის ახალი ბინა: "ღამეები არ მძინავს, ყველა დეტალზე ვფიქრობ"

ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე და მისი მეუღლე შოთა უტიაშვილი ახალ წელს ახალ სახლში შეხვდებიან, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყეს. ოჯახი ახალ ბინაში სულ რაღაც ორი დღის წინ გადავიდა და სოციალურ ქსელში ბინის ფოტოებიც გამოაქვეყნეს.
წყვილმა ბინის გარემონტებას ხუთი თვე მოანდომა. როგორც ეკა ამბობს, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ საქმით იყო მოცული და ღამეები არ სძინებია, დიდი ენერგია და ძალისხმევა შეალია ამ საქმეს. მისი თქმით, ამ ყველაფერს ხელოსნების გუნდს უმადლის, რომელიც მასთან მუშაობდა.
"ღამეები არ მძინავს, ყველა დეტალზე ვფიქრობ - მოკლედ ტვინი ამიფეთქდა.
ეს ჩემი ქმარი თვეში ერთხელ შემოისეირნებდა და ობიექტს ჩაიბარებდა. ორი დღის წინ პირველად გამომყვა მაღაზიაში ჭაღის ასარჩევად", წერს ეკა სოციალურ ქსელში.



სახლს დიდი სირცე, დახვეული კიბეები, მაღალი ჭერი, ფერთა საოცარი კომბინაცია, ულამაზესი ჭაღები, დახვეწილი ვიტრაჟები განსაკუთრბულ ელფერს მატებს. როგორც ირკვევა მისაღები ოთახის ჭაღი ეკამ საკუთარი გემოვნებით შეარჩია.



იატაკის საფარი განსხვავებული და ძვირადღირებულია. როგორც შოთა უტიაშვილი აღნიშნავს, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 400 ლარია, ამიტომ ახალი იატაკის საფარის დაგებას, ძველი იატაკის განახლება ამჯობინეს.
ბინის ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. მეგობრები წყვილს ნახელავს უწონებენ და ახალ სახლში ბედნიერად ცხოვრებას უსურვებენ.
მერი ბლიაძე

კომენტარები

MatLienue 2019-08-23 17:51
Clomid Celestene Purchase Lasix Priligy Approuve Pays Cialis En Generique Kamagra Online Mastercard Treating Acne With Amoxicillin
რა ამბავია? 2019-01-25 15:55
რა ხდება, ხალხოოოო, ეს კვესიტაძის ბინა ექვსი თვე რომ არ ჩამოდის საიტიდან? ეს კრისტალებიანი პარკეტი მგონი სამჯერ მოხვეწეს უკვე იმდენი დაინტერესებული ხალხი გადაუვლიდა ზედ.
სტუმარი 2019-01-24 07:50
ადმინს!
მხატვარ დოლენჯიშვილზე მასალა, რომლის სურათებსაც ასეთი აღფრთოვანებით შეხვდნენ თქვენი მკთზველები, რამდენიმე საათში გააქრეთ და, ეს კვესიტაძის ბინა რას გიდევთ ერთი თვე - ამისთანა ბინა ჯერ არავის ჰქონია თუ ერთადერთი ჟურნალისტია, რომელსაც ბინა აქვს?
haha 2019-01-23 16:36
ეს ვითომ ძაან პატიოსანი, იმიტომ იყეფება რომ მეტი უნდა და ნაცები რომ მოვიდნენ იმენა აყვავდება
ნინი 2019-01-23 13:28
ტექსტში უზუსტობა გაიპარა ტელეწამყვანის ნაცვლად უნდა იკითხებოდეს პოლიტაგიტატორი

კომენტარის დამატება