კოტე მათითაშვილის "ციხესიმაგრე", ონისე ონიანის არტ-ბინა, ნატო დუმბაძის ელეგანტური დიზაინი და ნუნუ გაბუნიას ანტიკვარული ნივთები - ჟურნალ "შინ"-ის ახალ ნომერში 

უკვე მეოთხე ზაფხულია ჟურნალი "შინ" მრავალფეროვანი თემებით დატვირთულ, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციებს გთავაზობთ. გამოანკლისი არც "შინ"-ის მე-17 ნომერია, სადაც პროფესიონალების რჩევებთან ერთად ცნობილების სახლებსაც დაათვალიერებთ.

ექიმმა კოტე მათითაშვილმა და მისმა მეუღლემ დიზაინერმა, ეკა ბალანჩივაძემ, "შინ"-ს საკუთარ სახლში, პატარა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე უმასპინძლა. კოტეს "ციხესიმაგრე" საბურთალოზე, ერთი შეხედვით ხმაურიან, თუმცა რეალურად მშვიდ, წყნარ ადგილზეა განთავსებული. სახლს, სადაც წყვილი ცხოვრობს, აქვს თავისი ლამაზი ეზო, ავტოსადგომი, იზოლირებული სივრცე. ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი სახლი, კორპუსში 6 ოჯახი ცხოვრობს, ვისი ძალისხმევითაც
მოხდა ამ შენობის აშენება. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვფიქრობ, არის ის, რომ შედიხარ თუ არა მასპინძლის ოჯახში, პოზიტივი, სითბო და შინაურული ატმოსფერო გხვდება. აღმოჩნდა, რომ კოტე ექიმობასა და ტელეწმაყვანობასთან ერთად, კარგადაც ხატავს. სახლში მისი ნახატები მრავლადაა. დიზაინერი, რომელიც ამ სახლში მას შემდეგ გადმოვიდა, რაც კოტეს დაუკავშირა ცხოოვრება ამბობს, "სახლი, ხარისხიანად, ფუნდმენტალურად, თუმცა, ძალიან კონსერვატიულ-მინიმალისტურადაა გაკეთებული. სახლის მთავარი ხიბლი აივანია, საიდანაც სიმწვანე და ტაძარი მოსჩანს, ეს კი დამეთანხმებით, რომ დიდი ფუფუნება თბილისში მცხოვრებთათვის.

პროდიუსერ ნატო დუმბაძეს შინ ყოფნა იმდენად უყვარს, რომ ამბობს, გარეთ რომ ვარ გასასვლელი, ამისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადებიო. მისი სახლი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს, ბინას პატარა აივანი და ეზო აქვს წინ, სწორედ ამიტომაც ნატოსთვის სახლში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სამზარეულოა. ზოგადად, რემონტსა და დიზაინზე თვითონ იზრუნა და აშკარად ჩანს, რომ კარგად გამოუვიდა. მუქი და ღია ფერების თამაში, სარკეები, მინიმალიზმი და ჰაიტექ-თანამდროვე სტილი ინტერიერს ელგანტურობას და დახვეწილობას სძენს.


საცხოვრებლის ხშირ გამოცვლაში რეკორდი რომ არსებობდეს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ონისე ონიანი, ნამდვილად უკონკურენტო იქნებოდა. მეუღლესთან 27-28-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე 22 სახლი გამოიცვალა, ზოგი ნაქირავები იყო, ზოგი საკუთარი, საბოლოოდ კი მხატვრების დასახლებაში იყიდა მიწა და ისეთი ორსართულიანი სახლი აიშენა, რომლისთვისაც ლოდინი ნამდვილად ღირდა.  სახლს გარედანვე ეტყობა რომ აქ ხელოვანი ადამიანები ცხოვრობენ. აბა ვინ მოიფქრებს, თუ არა ხელოვანი, რომ ჭერში გააკრას ფანქარში შესრულებული ნახატები და ჩამოკიდოს სასანთლეები. თან ამას ისეთი საინტერსო ახსნა მოუძებნოს, რომ საკუთარ თავს კითხვასაც დაუსვამ, აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრეო?! მსოფლიო კუთხე, ხის კიბე საინტერესო დეკორით, ჩარლი ჩაპლინის პოსტერი სააბზანოში, ანკა კალატოზიშვილის ნამუშევარი, ჭოლას ტახტი და ჭაღი, თავად ონისეს მიერ აწყობილი ულამაზესი ჰაიტექ მიმდინარეობის ჭაღი - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რასაც მსახიობის სახლში იხილავთ, ისტორიები კი დამერწნუნეთ, თითოეულ მათგანს ერთიმეორეზე საინტერესო აქვს.


კომპოზიტორმა და მომღერალმა ნუნუ გაბუნიამ ბავშვობა რუსთაველზე, ოპერასთან მდებარე ერთ-ერთ სახლში გაატარა. შემდეგ საბურთალოზე გადავიდა, დელისთან, ამჟამად კი ტელევიზიასთან ახლოს ცხოვრობს, მაგრამ დღემდე ბავშვობის დროინდელისახლი და ეზო ესიზმრება.

ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ კომპოზიტორი, კლასიკურ-რეტრო სტილის სახლში ცხოვრობს, უყვარს ძველი ავეჯი და ჭურჭელი, ანუ ყველაფერი, რაც მის წინაპრებს ეკუთვნოდა. რასაკვირველია, მისთვის მნიშვნელოვან ნივთებში პირველი როიალია, რომელთანაც ძალიან დიდ დროს ატარებს და 35 წელია კომპოზიტორს "ემსახურება".  მისთვის ძვირფას ნივთებს შორისაა ხის სარკე გველეშაპის ფიგურით, რომლის მსგავსიც ერმიტაჟში დგას, 300 წლის საათი, რომელიც დღემდე შესაშური სიზუსტით მუშაობს, ვერცხლის ჭურჭელი, რომელზეც მისი ბათუმელი ბებიის ანასტასია გეგენავას ინიციალებია ამოტვიფრული, ეგვპიტიდან ჩამოტანილი ზარდახშა, მაყვალა ქასრაშვილის ნაჩუქარი კალამი, ვარდის ხის კარადა ვერცხლის დეტალებით და ა.შ. როგორც თავად ამბობს, ორჯერ "დასდეს პატივი", გაქურდეს და სწორედ მაშინ დაკარგა ბებისეული, ძვირფასი სამკაულები.

ეს მხოლოდ იმ სტატიების ნაწილია, რომლსაც "შინი" გთავაზობთ, უფრო მეტის გასაგებად იხილეთ ჟურნალის ზაფხულის ნომერი.
ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები