როგორ გადააკეთეს ე.წ. ხრუშოვკა თანამედროვე აპარტამენტებად


ე.წ. ხრუშოვკის მეპატრონეები თვლიან, რომ ასეთ პატარა სახლში ცხოვრება მათი ჯვარია, თუმცა მთლად ასე როდია საქმე, ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და მონდომების შემთხვევაში შესაძლოა აი, ასეთი ლამაზი აპარტამენტების მფლობელი გახდეთ.
პირველ რიგში, რაც ამ სახლის მეპატრონემ გააკეთა გახლავთ ის, რომ მოანგრია ყველა ზედმეტი კედელი. ამის წყალობით მან საერთიო ფართს დაუმატა კიდევ ერთი კვადრატული მეტრი, რამაც შესაძლებელი გახადა აბაზანის გაფართოება. ამის შემდეგ აბაზანაში თავისუფლად მოთავსდა საშხაპე კაბინა, სარეცხის მანქანა, ხელსაბანი, უნიტაზი და კარადაც კი.



სამზარეულო გადაიქცა ღია ზონად. სახლის მეპატრონემ უარი
თქვა დიდგაბარიტიან ავეჯზე და მომცრო ზომის მქონე დივან-სავარძელი დაამზადებინა. სამზარეულოს აღჭურვილობა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც კომპაქტური ზომების შეარჩია.
მისაღები და სასადილო ოთახისთვის გასაშლელი რბილი ავეჯი დაამზადებინა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, სტუმრების დასაძინებლად გამოადგება. კედელზე დიდი ტელევიზორი განათავსა.




შეკიდეული ჭერი ე.წ.ხრუშოვკაში საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა, თუმცა შუაში პრიალა და გვერდებზე თაბაშირ-მუყაოს ჭერი ძალიან ეფექტური გამოდგა. ამან ოთახი ვიზუალურად გაადიდა. ავეჯსაც პრიალა ზედაპირი შეურჩია.



იმისათვის, რომ სახლი სულ თეთრი არყოფილიყო და საავადმყოფოს ეფექტი არ მოეხდინა, ფარდები მუქი, კონტრასტული ფერის შეარჩიეს, ისევე, როგორც რბილი ავეჯი.



საძინებელიც თეთრსა დ ყავისფერში გაკეთდა. აქ განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა.



აი, ასე იქცა ე.წ. ხრუშოვკა კომფორტულ საცხოვრებელ ბინად.












კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები