ვიწრო შესასვლელის დიზაინი - პრაქტიკული რჩევები

თუ იცი, როგორ უნდა გამოიყენო თითოეული კვადრატული მეტრი ვიწრო შესასვლელშიც კი, შეიძლება მოახდინო ყოველდღიური საჭიროებების საკმაოდ კომფორტულად რეალიზება.

პროფესიონალი დიზაინერები და არქიტექტორები გვაძლევენ ძალიან საჭირო რჩევებს, როგორ ავითვისოთ თითოეული კუთხე-კუნჭული.
თუ სახლის შესასვლელი ძლიან ვიწროა, სანამ მას მოაწყობთ, გირჩევთ იზრუნოთ მის ვიზუალურ გადიდებაზე.

კედლებზე მუქი ფერების გამოყენებას არ გირჩევთ. ასევე არ ღირს შეკიდული ჭერის და დიდი ზომის ჭაღის გამოყენება.
იდეალური შეხამება იქნება ბუნებრივი მასალის იატაკი, მაგალითად მარმარილო ან კერამოგრანიტი, რომელსაც აქვს უნარი დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი სახე და ღია ფერის კედლები.

დეკორში შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკე და სარკიანი ელემენტები.
რაც შეეხება ავეჯს, აქცენტი უმჯობესია გაკეთდეს პრაქტიკულობასა და ფუნქციონალობაზე და უარი თქვათ დიდ ზომებზე, მასიურ ავეჯზე. კორიდორში ვიწრო გრძელი კარად ბევრი საკიდით ბევრად პრაქტიკულია, ვიდრე სხვა სახის კარადა.

ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ გამოძებნით ადგილს ტუმბოსთვის, სადაც შესაძლებელი იქნება ჩამოჯდომა და ფეხსაცმლის ჩაცმა-გახდა.
გაითვალისწინეთ დამატებითი საკიდი ქუდებისა და ჩანთებისთვის.

მასიური ავეჯის გარეშე თქვენი შესასვლელი ბევრად მსუბუქი და მჩატე იქნება, ასევე ნათელი.
არ დაივიწყოთ ორგანაიზერებიც. მრავალსექციებიანი ორგანაიზერი ძალიან პრაქტიკულია წვრილმანი ნივთების შესანახად.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ განვმეორდებით და გეტყვით, რომ თუ სახლში არის ადგილის დეფიციტი, უპირატესობა მიანიჭეთ მრავალფუნქციურ კომპაქტურ ავეჯს.
მაგალითად, თუ ყიდულობთ სკამს ან ტუმბოს, ეცადეთ, რომ ქონდეს ადგილი ფეხსაცმლის შესანახად.

კომენტარის დამატება