რას უნდა დააკვირდეთ ბინის შერჩევისას: "ზოგჯერ პატარა ფართი უფრო მოხერხებულია


რატომ არ ღირს ბინის შერჩევა ონლაინ, როგორ ობიექტებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა ბინას ვყიდულობთ - გთავაზობთ საჭირო რჩევებს.
კარგი ბინის მოძებნა ადვილი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე წესი, რომლის გათვალისწინებითაც საქმის გამარტივებას შეძლებთ.


პირველ რიგში, კარგი იქნება, თუ გექნებთ მთლიანი სახლის გეგმა.
ამის შემდეგ, უკვე ბინაში აუცილებლდ კარგად დააკვრდით კედლებს, მხარეს, რამდენი ფანჯარაა, როგორი ზომის ფანჯრებია და ა.შ.

თუ ბინაში არის რთული რადიოსული ფორმები, ბინა ძალიან ახლოს მდებარეობს ლიფტთან, არ არის საკმარისი რაოდენობის სველი წერტილი და
არც დამატება მოხეხრხდება, ასეთი ბინის დათვალიერება აღარ ღირს.

სანამ ბინის შერჩევას დაიწყებდეთ, მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ, რას ეძებთ, რამდენი ოთახი გჭირდებათ, რამდენი აბაზანა, რა ფუნქციები.
გახსოვდეთ, ფართზე მეტად მნიშვნელოვანია, რამდენი ფანჯარაა, სად მდებარეობს შესასვლელი კარი, ნათელია თუ არა ბინა. მააშინაც კი, თუ სახლს ინვესტიციად ყიდულობთ და არ საცხოვრებლად, ამ საქმეს ისე მიუდექით, თითქოს თქვენ უნდა იცხოვროთ.

იდეალური ბინა, როგორც წესი, მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა - ლოკაცია, პროექტი, ლოჯისტიკა, სართული, ხედი, სინათლე, შიდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კომპლექსის დონე.

თუმცა არის კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - შინაგანი შერძნება, ენერგეტიკა, როდესაც ადამიანი ტერიტრიაზე შესვლისთანავე გრძნობს, უნდა მას აქ ცხოვრება თუ არა.

დიდი გრძელი ფართი ორი ფაჯრით არც ისე სასურველი ვარიანტია, თუმცა ბევრი ფანჯარაც ზოგჯერ დისკომფორტს ქმნის.
ზოგჯერ პატარა სივრცე უფრო მოსახერხებელია, ვიდრე დიდი. გააჩნია გეგმარებას.

გაითაალისწინეთ ისიც, რომ ცარიელ სახლში ფანტაზიას ვერ მისცემთ ისეთ გასაქანს, როგორც გსურთ, თუ რა თქმა უნდა, საკუთარი სახლი არ არის, ეს ფაქტორი აუცილებლდ გაითვალისწინეთ. ამიტომ სახლის კონსტრიუცია და გეგმა წინასწარ კარგად შეისწავლეთ და დარწმუნდით, რამდენად გამოგადგებათ თქვენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები