როგორ შეიძლება გააფორმოთ ყოფილი "ხრუშჩოვკა" თანამედროვე სტილში

მარტივი ფორმები, გარდამავალი ხაზები, ჩამქრალი განათება, მუქი ავეჯი, ეკოლოგიურად სუფთა მასალები - ეს თანამედროვე სტილის მთავარი მოთხოვნებია. როგორ გავაფორმოთ ძველი ბინები თანამედროვედ?

ტიხრების გარეშე

თუ არსებობს საშუალება, რომ მოაწყოთ სტუდიოს ტიპის სივრცე, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. სივრცის ზონირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სტელაჟები, მინის სტელაჟი ან გასაწევი კარი.

მინიმალიზმი

თანამედროვე ინტერიერის კიდევ ერთი დაკვეთა მინიმალიზმია. ნაკლები ავეჯი და უსარგებლო ნივთი, მხოლოდ პრაქტიკული და ფუნქციონალური ავეჯი - აი, რა უნდა არსებობდეს თანამედროვე სახლში.

კარგი განათება

მხოლოდ ერთი ჭაღი ოთახის ცენტრში წარსულს ჩაბარ
და, ზონალური და წერტილოვანი განათება იმაზე ბევრად აქტუალური და საჭიროა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ბუნებრივი მასალები

მართალია, ბოლო დროს სივრცის ვიზუალურად გასაზრდელად ღია ფერებს ვიყენებთ, მაგრამ ბუნებრივი ხის მასალები, მუქი ფერი, აქტუალობას არ კარგავს და ისევ მოთხოვნადია. ასევე წარმატებით გამოიყენება კორპი, ლამინატი, ფანერა.

მარტივი ფორმები

ავეჯის შერჩევის დროს უპირატესობა სადა, მარტივ მოდელებს ენიჭება.

ძველი ავეჯის რესტავრაცია

ასევე ძალიან ტრენდული გახდა ძველი ავეჯის რესტავრაცია. ზოგიერთი მოდელი ძალიან კარგად ერგება თანამედროვე ინტერიერს.

ფერადი აქცენტები

სიმყუდროვის და კომფორტის შესაქმნელად ძალიან ეფექტურად გამოიყენება აქცენტები, მით უმეტეს, ფერადი.

დეკორი

არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბოლო დროს ვინტაჟურ ნივთებს. ეს შეიძლება იყოს ტექსტილი ნახატი ან სხვა აქსესუარი, რომელიც კარგად ჩაჯდება თქვენი სახლის სტილში.

კომენტარები

123 2023-04-28 12:00
აქედან, რომელია ხრუშოვკა?

კომენტარის დამატება