როგორ შევღებოთ კედლები სწრაფად და მარტივად

სკოჩი და ფერადი საღებავები, აი, რა დაგჭირდებათ კედლების შესაღებად.

სანამ საქმეს შეუდგებით, კედლები კარგად უნდა გაასუფთავოთ მტვრისა და ზედმეტი ჭუჭყისაგან.

თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ კედლის ძირიტადი ფერი, მაშინ ის თქვენთვის სასურველ ფერად უნდა გადაღებოთ. საამისოდ ერთი ფენის წაქსმა სრულიად საკმარისია. ეს ფერი თქვენი ნახატის ძირითად ბაზად იქცევა.

აი, ახლა კი დაგჭირდებათ სკოჩი. დააწებეთ სკოჩი კედელზე ისე, რომ წარმოიქმნას სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები.


შემდეგი ეტაპი კი ამ ფიგურების სხვადასხვა ფერებად გაფერადებაა. ამ დროს უმთავრესი ფერების ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმაა. გაიტვალისწინეთ, რომ შეხამებულმა ფერებმა
უნდა შექმნას გარკვეული განწყობა.



ღებვის დროს ეცადეთ არ გადასცდეთ სკოჩის კიდეებს. ფიგურების კიდეები სწორი და სუფთა უნდა იყოს.


საბოლოოდ შედეგი გამაოგნებელია. ის გამოცდილი დიზაინერის ნამუშევარს გავს.



შედეგად მიიღებთ თანამედროვე, უბრალო და ამავდროულად კრეატიულ ინტერიერს.



ასეთ მყუდრო ადგილას თქვენ სულიერად დასვენებას შეძლებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები