ბრენდები, რომლებიც უნდა იცოდე, თუ რემონტს იწყებ

რო­დე­საც სახ­ლს ვყი­დუ­ლობთ ან რე­მონტს ვა­კე­თებთ, გვინ­და, ის არა მარ­ტო ლა­მა­ზი და კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს, არა­მედ იმა­ზეც ვფიქ­რობთ, რომ სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი ხა­რის­ხი­ა­ნი, გამ­ძლე და სან­დო შე­ვარ­ჩი­ოთ. არ­სე­ბობს ბრენ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ინარ­ჩუ­ნე­ბენ სან­დო­ო­ბას ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე და ყვე­ლა, ვინც ხა­რისხზე, ეკო­ლო­გი­უ­რო­ბა­სა და სან­დო­ო­ბა­ზე აკე­თებს გათ­ვლას, მათ შე­სა­ხებ უნდა იცო­დეს.

გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ლე­რეა "დე­მა­სის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი მი­ხე­ილ რაზ­მა­ძე:

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბრენ­დის სა­ხე­ლი მისი პრო­დუქ­ცი­ის სან­დო­ო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, რო­გორც ტან­საც­მელ­ში, სპორ­ტულ აქ­სე­სუ­ა­რებ­ში და მან­ქა­ნებ­ში, ასე­ვეა სა­რე­მონ­ტო მო­სა­პირ­კე­თე­ბელ მა­სა­ლებ­შიც. ბევ­რის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია ეს ბრენ­დე­ბი, მაგ­რამ მათ­თვის, ვინც
არ იცის, ჩა­მო­გით­ვლით ბრენ­დე­ბის მცი­რე ნა­წილს, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ლი­დე­რე­ბი არი­ან და მათი პრო­დუქ­ცი­ის ნახ­ვი­სას არა­სან­დო­ო­ბა­ზე უკვე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტია. უკვე რე­მონ­ტის სე­ზო­ნი დად­გა.

Duraqvit (დუ­რა­ვიტ) - დუ­რა­ვი­ტი კე­რა­მი­კუ­ლი სან­ტექ­ნი­კის, აბა­ზა­ნე­ბის და აბა­ზა­ნის ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა. კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ისე­თი ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და სა­დი­ზა­ი­ნე­რო კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ფე­ნიქ­სი, ურ­კი­უ­ლა, ფი­ლიპ შტარ­კი და სხვა. დღეს ის ერთ-ერთი ლი­დე­რია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე.


Hansgrohe (ჰანსგროე) – გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დი. კომ­პა­ნია 1901 წელს ქა­ლაქ შილ­ტახ­ში და­არ­სდა. აწარ­მო­ებს შემ­რევ ონ­კა­ნებს, საშ­ხა­პე ყურ­მი­ლებს, საშ­ხა­პე მო­წყო­ბი­ლო­ბებს და აბა­ზა­ნის აქ­სე­სუ­ა­რებს. ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვი გახ­ლავთ ის, რომ კომ­პა­ნი­ის კა­პი­ტა­ლის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ოჯა­ხის მფლო­ბე­ლო­ბა­შია, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ კომ­პა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს საგ­ვა­რე­უ­ლო იმიჯს. ეს კი თა­ვის­თა­ვად აი­სა­ხე­ბა პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხში. კომ­პა­ნია Hansgrohe SE - ლი­დე­რი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს აო­ცებს თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით.

Roca (როკა) – ეს­პა­ნუ­რი ბრენ­დია, რო­მე­ლიც და­არ­სდა 1917 წელს ქა­ლაქ გა­ვა­ში (ეს­პა­ნე­თი). ხა­რის­ხი­ა­ნი კე­რა­მი­კუ­ლი სან­ტექ­ნი­კის და აბა­ზა­ნის ავე­ჯის წარ­მო­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ლი­დე­რია ამ დარ­გში. როკა თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან დი­ზა­ი­ნე­რებ­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ჯორ­ჯო არ­მა­ნის სახ­ლთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შექ­მნი­ლი კე­რა­მი­კუ­ლი სან­ტექ­ნი­კა, აბა­ზა­ნის ავე­ჯი და აბა­ზა­ნის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. ეს არის არ­მა­ნი­სე­უ­ლი კონ­ცეფ­ცია კომ­ფორ­ტუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი სა­ა­ბა­ზა­ნო ოთა­ხი­სა, რო­მე­ლიც გაბ­რენ­დე­ბუ­ლი როკა-არ­მა­ნის სა­ხე­ლით.

Quickstep (ქუ­იქსტე­პი) – 1990 წელს Qquickstep-ის და კომ­პა­ნია უნი­ლი­ნის (Unilin) თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად ბელ­გი­ურ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი ია­ტა­კი. მის მიერ შექ­მნი­ლია ჩამ­კე­ტი სის­ტე­მა Uniclic, რო­მე­ლიც და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ეს სის­ტე­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს ლა­მი­ნა­ტის სწრაფ და­გე­ბას წე­ბოს გა­რე­შე და უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­დაბ­მე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბას, ხოლო Quickstep-ის ინო­ვა­ცი­უ­რი წყა­ლამ­რეკ­ლი და­ფარ­ვა hydroseal, რომ­ლი­თაც და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ლა­მი­ნა­ტის ჩამ­კე­ტე­ბი, ლა­მი­ნა­ტის ნეს­ტი­ან გა­რე­მო­ში და­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი და­გე­ბა აბა­ზა­ნა­შიც.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Quickstep-ის ლა­მი­ნა­ტის ღა­რე­ბიც ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლია და სრულ­ყო­ფი­ლად იცავს ფი­ლას წყლის­გან. ასე­თი ღა­რის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა იმა­შია, რომ მას­ში ჭუ­ჭყი არ გროვ­დე­ბა. მისი ან­ტის­ტა­ტი­კუ­რი ზე­და­პი­რის ღრმა რე­ლი­ე­ფი მაქ­სი­მა­ლუ­რად რე­ა­ლის­ტუ­რად გად­მოგ­ვცემს ხის სტრუქ­ტუ­რას.

Boen(ბოენ) - ნორ­ვე­გი­უ­ლი ბრენ­დი. აწარ­მო­ებს სამ­შრი­ან პარ­კეტს. მის მიერ შექ­მნი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის Boen Express – ჩამ­კე­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მისი და­გე­ბის შემ­დეგ ის ინარ­ჩუ­ნებს გა­დაბ­მე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ხოლო ბო­ე­ნის წყლის ბა­ზა­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ელას­ტი­უ­რი ლაქი (რო­მე­ლიც 7 ფე­ნად არის წას­მუ­ლი) ხაზს უს­ვამს ლა­ქის და­ფარ­ვის ეკო­ლო­გი­უ­რო­ბას და იცავს პარ­კე­ტის ზე­და­პირს და­ზი­ა­ნე­ბის­გან. ბო­ე­ნი ასე­ვე გვთა­ვა­ზობს 2 ფენა მცე­ნა­რე­უ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ზე­თით და­მუ­შა­ვე­ბულ მო­დე­ლებს, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ხის სტრუქ­ტუ­რი­სა და ფე­რე­ბის კარ­გად გად­მო­ცე­მას და ბუ­ნე­ბას­თან კი­დევ უფრო გვა­ახ­ლო­ვებს.

Gruppo Ceramiche Ricchetti (გრუ­პო კე­რა­მი­ჩე რი­კე­ტი) – კომ­პა­ნია რი­კე­ტი უკვე 60 წე­ლი­წად­ზე მე­ტია მოღ­ვა­წე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე. მან მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა აღი­ა­რე­ბა არა მხო­ლოდ იტა­ლი­ა­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში და დღეს­დღე­ო­ბით გახ­ლავთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბა­დი ბრენ­დი არ­ქი­ტექ­ტო­რებ­სა და დი­ზა­ი­ნე­რებს შო­რის. 2011 წლი­დან კომ­პა­ნია რი­კე­ტი იწყებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ისეთ ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნერ­თან, რო­გო­რიც არის Roberto Cavalli. ხოლო 2016 წლი­დან ისეთ ცნო­ბილ არ­ქი­ტექ­ტორ­თან, რო­გო­რიც არის Massimo Iosa Ghini. რი­კე­ტის ჯგუ­ფი მუდ­მი­ვად გა­ნაგ­რძობს სი­ახ­ლე­ე­ბის­კენ სწრაფ­ვას, არ წყვეტს ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას და მო­მა­ვალ­შიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ებს.


Gardenia orchidea (გარ­დე­ნია ორ­ქი­დეა)– 1961 წელს და­არ­სდა გარ­დე­ნია ორ­ქი­დეა-ს ჯგუ­ფი, იგი გა­მო­ირ­ჩე­ვა ნამ­დვი­ლი იტა­ლი­უ­რი სტი­ლი­თა და ხა­სი­ა­თით. მან მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა მსოფ­ლი­ოს 100 ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნი­ის 280 თა­ნამ­შრო­მე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად ზრუ­ნავს კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის და ხელ­ნა­კე­თი დე­კო­რა­ცი­ე­ბის შექ­მნი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ამ ჯგუ­ფის ერთ-ერთი ტრა­დი­ცი­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა გახ­ლავთ. კომ­პა­ნია აღ­ჭურ­ვი­ლია ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და აწარ­მო­ებს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ან და უსაფრ­თხო პრო­დუქ­ცი­ას.

ყვე­ლა აქ ჩა­მოთ­ვლი­ლი ბრენ­დის პრო­დუქ­ცია, ისე­ვე რო­გორც სხვა ბრენ­დე­ბი­სა, შე­გიძ­ლი­ათ ჩვენს გა­ნახ­ლე­ბულ შო­უ­რუ­მებ­ში ნა­ხოთ, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი წარ­მოდ­გე­ნი­ლია იმი­ტი­რე­ბუ­ლი სა­ა­ბა­ზა­ნო ოთა­ხე­ბის სა­ხით, რაც გაძ­ლევთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, პრო­დუქ­ცია უკვე სივ­რცე­ში, ასე ვთქვათ გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და­ი­ნა­ხოთ და არა წარ­მო­იდ­გი­ნოთ, რაც ძა­ლი­ან გა­გი­ად­ვი­ლებთ სწო­რად შერ­ჩე­ვას და თქვენს გე­მოვ­ნე­ბა­ზე პრო­დუქ­ცი­ის მორ­გე­ბას. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ჩვენ­თან მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი პრო­დუქ­ცი­აა.

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი „გა­ლე­რეა დე­მა­სი" ყვე­ლას გე­ლით თა­ვის შო­უ­რუ­მებ­ში. ვფიქ­რობ, ჩვენ გა­ვა­მარ­თლებთ ჩვენს სლო­განს: გა­ლე­რეა დე­მა­სი - დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბის­თვის.

R

კომენტარის დამატება