სააღდგომოდ სახლის გაფორმების 5 მარტივი საშუალება

28 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ მორთოთ სახლი და სააღდგომო სუფრა ქრისტიანული სამყაროსთვის ყველაზე წმინდა დღესასწაულზე.

მწვანე გვირგვინი

მცენარეებით, გაზაფხულის მინდვრის ყვავილებითა და ფოთლებით შემკული მწვანე გვირგვინი, რომელსაც სახლის შესასვლელ კარზე ჩამოკიდებთ მაშინვე შექმნის სადღესასწაულო და საგაზაფხულო განწყობას.

კვერცხის შეღებვა

შეღებილი კვერცხი, აღდგომის მთავარი სიმბოლოა. ეს სადღესასწაულო სუფრის საუკეთესო გაფორმება და კარგი გასართობია ბავშვებისთვის, რომლებიც დიდი ხალისით გააფერადებენ კვერცხებს ხახვის ფურცლებით, საკვები საღებავებით, გააფორმებენ სპეციალური სტიკერებით ან ხელით მოხატავენ მათ მშობლებთან ერთად. აღდგომა ხომ
ოჯახური დღესასწაულია. შეღებილი კვერცხები შეგიძლიათ მოათავსოთ სპეციალურ კალათებში, გააფორმოთ მწვანე ტოტებით ან თივის მცირე კონებით.

ცოცხალი ყვავილები

სახლი გაზაფხულის ყვავილებით შეავსეთ - ეს სააღდგომო დეკორაციის საუკეთესო ნაწილი იქნება. ნარცისები, ტიტები, მიმოზები, ჰიაცინტები ნებისმიერ სახლს გაალამაზებენ.

ჯეჯილი ან უბრალო ყვავილებისგან შექმნილი ფლორისტიკული კომპოზიციები განათავსეთ ყველგან, ყველაზე უჩვეულო ადგილებშიც კი. მაგ: თუნდაც სამზარეულოს სკამზე.

სადღესასწაულო ჭურჭელი

აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულზე, სუფრას ხშირად საგულდაგულოდ ამზადებენ. ზოგან მაგიდაზე ათავსებენ სხვადასხვა ფიგურებს - კურდღლის, ბატების, ქათმების ან ჭურჭელს მათი გამოსახულებით.

სახელიანი ბარათები

სადღესასწაულო გაფორმების ბოლო შტრიხი - სახელიანი ბარათები თითოეული სტუმრისთვის. და ბოლოს, ისღა დაგრჩენიათ ყველანი სუფრას მიუსხდეთ.

კომენტარის დამატება