ბუხარი ინტერიერში - მისაღები ოთახის თანამედროვედ გაფორმების იდეები

ძველად ბუხარი მხოლოდ ოთახის გასათბობად გამოიყენებოდა, თუმცა დღეს არა მხოლოდ პრაქტიკულ, დეკორატიულ ელემენტსაც წარმოადგენს, რომელსაც ნებისმიერი მისაღები ოთახის გალამაზება ძალუძს.
ბუხრის წყალობით თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ ძალიან მყუდრო და ლამაზი მოსასვენებელი ზონა. ამისათვის საკმარისია ბუხართან რამდენიმე სავარძლის მოთავსება.

დღესდღეობით მრავალნაირი ბუხარი არსებობს, სხვადასხვა ფორმის და გაბარიტის. თუ არასდროს გქონიათ ბუხართან შეხება და ახლა გადაწყვიტეთ მისი გაკეთება, შესაძლოა შერჩევისას სირთულეებს წააწყდეთ.
შევეცდებით დაგეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში და შემოგთავაზოთ სპეციალისტების რჩევები, თუ რა ნიუანსებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ბუხრის შერჩევის დროს.

ბუხრის სახეობები
თანამედროვე
ინტერიერში წარმოდგენილია სხვადასხვა კონსტრუქციის და ფორმის ბუხრები. ეს იძლევა საშუალებას, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დიზაინის ბუხარი. უნივერსალიზმი თანამედროვე ბუხრის ერთადერთ უპირატესობა არ გახლავთ. ის მაქსიმალურად უსაფრთხოა, რაც იძლევა საშუალებას, ეს ატრიბუტი დამონტაჟდეს როგორც მისაღებში, ისე საძინებელსა თუ აბაზანაში.
ბუხარი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახეობის შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
  • რითი თბება
  • დახურული ან ღია
  • მონტაჟის ლოკაცია
  • კონსტრუქციის ტიპი
  • ფორმა და მინის ფასადების განლაგება

მნიშვნელოვანია ასევე ბუხრის ზომა. ეს მოწყობილობები გათვლილია როგორც დიდ კერძო სახლებზე, ასევე კორპუსის ბინებზე თავისი მინი-ვარიანტებით.
მინი ვერსიები თავის მხრივ გამოირჩევა კომპაქტურობით, მოსახერხებელი ტრანსპორტირებით და დიზაინით.
ლოკაციის გათვალისწინებით ბუხარი შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

1. კედლის

მონტაჟდება უშუალოდ კედელზე და გამოიყურება, როგორც ლამაზი ნახატი.

2. ცენტრალური

ოთახის ცენტრში განთავსებული ასეთი ბუხარი აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას და ოთახის გულად იქცევა და აუცილებლად მოითხოვს ირგვლივ მოსასვენებელი ზონის მოწყობას.

3. კუთხის

ეს გახლავთ ბუხრის განთავსების ყველზე პაქტიკული ვარიანტი. 

რაც შეეხება მის მუშაობას, ანუ გათბობას, არსებობს შემდეგი სახის ბუხრები:

შეშის

ამ ტიპის ბუხარს ძირითადად კერძო სახლებში აკეთებენ და მისი ეფექტური მუშაობა დაკავშირებულია გამწოვთან.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბუხრისთვის ადგილის შერჩევა უკვე გამზადებულ ინტერიერში, თუმცა უმჯობესია ეს ადგილი წინასწარ გაითვალოს დაპროექტების დროს და ისე დამონტაჟდეს ყველა დეტალის გათვალისწინებით.


ელექტრობუხარი

ამ ტიპის ბუხარი ძირითადად ქალაქის ბინებისთვის არის მოსახერხებელი და დამახასიათებელი. ეს განპირობებულია იმით, რომ მრავალსართულიან სახლებში კლასიკური, შეშის ტიპის ბუხრის დამონტაჟება ტექნიკური მიზეზების გათვალისწინებით პრინციპში შეუძლებელია.

თუმცა ეს როდი ნიშნავს იმას, რომ კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ უფლება მოიწყონ მყუდრო და თბილი გარემო. დღესდღეობით არსებობს ბევრნაირი ელექტრო მოწყობილობა, რომელიც გამოირჩევა როგორც სილამაზით, ისე უსაფრთხოებით.
ამ ტიპის ბუხრის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მისი გადაადგილება ძალიან მარტივია. გარდა თანამედროვე კრეატიული დიზაინის მქონე ელექტრობუხრებისა, არსებობს ისეთებიც, რომელიც ძალიან ჰგავს კლასიკურს და ელეგანტურადაც გამოიყურება.


დეკორატიული


ბუხრის ეს ტიპი კი იდეალურია მათთვის, ვისაც ინტერიერს გალამაზება და დახვეწა სურს, თუმცა საამისო ფინანსური რესურსი არ გააჩნია. დეკორატიულ ბუხარს არანაირი პრაქტიკული ფუნქცია არ გააჩნია. ის მხოლოდ დეკორატიული ელემენტია.

გაზის

ამ ტიპის ბუხარი კი შეშის ნაცვლად გაზზე მუშაობს. ამ ტიპის ბუხარს რამდენიმე უპირატესობა აქვს:
  • გამოყენების სიმარტივე
  • მალე ცხელდება
  • უხმოდ მუშაობს


ბიობუხარი

ათბობს მინიმალურად და შეიძლება ითქვას, დეკორატიული დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე პრაქტიკული. ასეთ ბუხარს არ სჭირდება გამწოვი მილი. ლაკონური ფორმისა და ზომის წყალობით იდეალურად ერგება ჰაი-ტეკის ან მინიმალისტურ სტილს.

სად ჯობს ბუხრის დამონტაჟება?

ბუხრის შერჩევის დროს, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ არა პირადი მოთხოვნები, არამედ ტექნიკური დეტალები.

შემოგთავაზებთ ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელ მთავარ რეკომენდაციებს:

1. სახლში ბუხრის მონტაჟის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ გამწოვი მილის პრობლემა
2. აუცილებლად უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი
3. გაითვალისწონეთ, რომ ყველაზე უბრალო ელექტრობუხარმაც კი შეიძლება გააცხელოს სადენი და ამან შესაძლოა საფრთხე შეგიქმნათ. ამიტომ ბუხრის თავზე ნუ დაკიდებთ ტელევიზორს და სხვა ელექტრომოწყობილობებს. წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან.

ბუხარი მისაღები ოთახის ინტერიერში


იმისათვის, რომ ბუხარი ინტერიერს ლამაზად მოერგოს და ეფექტურად გამოიყურებოდეს, ყურადრება მიაქციეთ დეკორის სხვა ელემენტებსაც, მაგალითად, შეშის ბუხარს ძალიან მოუხდება ოთახის მცენარეები და ეცადეთ ახლომახლო განუთავსოთ. მოსაპირკეთებლად კი ღია და თბილი ფერები შეარჩიეთ.




ნუ შეგეშინდებათ თეთრი ფერის ბუხრის. ის არავითარ შემთხვევაში არ დაიკარგება სხვა ნივთების ფონზე. თეთრი ფერიც კი აუცილებლად მიიქცევს სათანადო ყურადღებას.
თუმცა, თუ უფრო მკვეთრი აქცენტები გიზიდავთ, შეგიძლიათ ყურადღება მკვეთრ ფერზეც შეაჩეროთ, მაგალითად წითელზე ან ლურჯზე.


კუთხის ბუხარი მისაღებში
დღესდღეობით ბუხრის კედლის მოდელებსაც შეხვდებით. ზოგიერთი მათგანი იმდენად მარტივი კონსტრუქციისაა, რომ ნებისმიერ ოთახში თავისუფლად დამონტაჟდება, თუმცა ზოგს წინასწარ სჭირდება ადგილის მომზადება.
კუთხის ბუხარმა პოპულარობა მოიპოვა იმ მომენტის გათვალისწინებით, რომ, როგორც წესი, ოთახის კუთხეები ხშირად აუთვისებელი რჩება ხოლმე, ბუხარი კი ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტური გადაწყვეტილებაა.
ასეთი ბუხარი გამოიყურება არა მხოლოდ ორიგინალურად და კრეატიულად, არამედ ზოგავს ადგილსაც.

კუთხის ბუხარი ვიზუალურად რამდენიმე ტიპის არსებობს:
1. კუთხის სიმეტრიული ბუხარი
ეს გახლავთ მისაღების ცენტრალური ნაწილი და ოთახს ელეგანტურობას სძენს.


2. ასიმეტრიული
ხელს უწყობს სივრცის ზონირებას და ინტერიერს არაორდინარულ ელფერს ანიჭებს.

როგორ გავაფორმოთ ბუხრით მცირე ზომის მისაღები

მცირე ფართობი დიზაინერების ფანტაზიას გარკვეულ ზღვარს უწესებს, თუმცა შეუძლებელი მაინც არაფერია და სურვილის შემთხვევაშიც პატარა ზომის მისაღებშიც არის შესაძლებელი ბუხრის განთავსება.
ბუხარი თავისთავად დეკორის მკვეთრი ელემენტია, რომელიც აუცილებლად იქცევს ყურადღებას.


სტილი

ბუხრის გამოყენებით შესაძლებელია შექმნათ ესა თუ ის ტრენდული სტილი.
მოდით, განვიხილოთ ყველაზე აქტუალური სახეობები:

ლოფტი

ეს სტილი ამერიკიდან შემოვიდა და გულისხმობს მაღალჭერიან და ღია სივრცეს. ასე რომ, ასეთ სტილს ბუხარი აუცილებლად მოუხდება.
ასეთ ინტერიერს ჰარმონიულად შეერწყმება როგორც კლასიკური, ისე ორიგინალური სტილის ბუხარი.



სკანდინავიური სტილი




თუ მისაღები სკანდინავიურ სტილში გაქვთ, ბუხარიც შესაბამისი უნდა მოუძებნოთ. ამ სტილის ბუხარი გამოირჩევა ღია ფერითა და მინიმალისტური დიზაინით.

პროვანსი


ეს გახლავთ ფრანგული სტილი, რომელიც მოითხოვს კლასიკურ ატრიბუტებს.

კლასიკური სტილი




კლასიკური სტილი ყოველთვის იყო და იქნება პოპულარობის პიკზე. ამ შემთხვევაში ბუხარი აუცილებელიც კი არის.
გაითვალისწინეთ, კლასიკური ტიპის შეშის ბუხარი დიდ ადგილს მოითხოვს და უმჯობესია ის დიდ სივრცეში გაკეთდეს.

მოდერნი



მოდერნიც ერთგვარი კლასიკაა ფუფუნების ელემენტებით. ამ სტილს ლაკონური და მინიმალისტური ბუხარი მოუხდება. არ არის საჭირო მასიური დეკორატიული ელემენტები. მოდერნის სტილს ყველაზე უბრალო ბუხარიც კი დაამშვენებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები