დეკორის 8 ყველაზე მოდური ნივთი

იმისათვის, რომ ნებისმიერი ინტერიერი აქციოთ ყველაზე მოდურად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს 8 ნივთი.
მოდურ ფერებს, მასალასა და პრინტებს რემონტის დროს გლობალურად იყენებენ. მაგრამ შეიძლება უფრო მარტივი გზით, დეკორის ელემენტების გამოყენებით მივიღოთ სასურველი შედეგი, ისეთი, რომელიც ნებისმიერ ტრენდს გასცემს შესაბამის პასუხს.
შეგირჩიეთ 8 ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრენდული ნივთი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.

1. ხავერდის პლედი

ასეთი პლედის ყიდვა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ, მიაგდეთ ის საწოლზე ან დივანზე და ჩათვალეთ, თქვენი ინტერიერი უკვე ტრენდულია.
პლედი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აიღოთ ან ისევ გადააფაროთ, ფარდები და ავეჯი
კი გლობალურ ცვლილებებს დაელოდოს.

2. მინიმალისტური ხალიჩა

სწორკუთხა და რთულორნამენტებიანი ხალიჩები წარსულს ჩაბარდა. ახლა ყველაფერი პირიქით არის, ფორმა შეიძლება იყოს არასტანდარტული, რთული, თუმცა ნახატი ან საერთოდ არ აქვს ან აქცენტი ერთ რომელიმე გეომეტრიულ ფოგურაზეა გაკეთებული.

3. ოქროსფერი მაგიდა

ოქროსფერი მოდაშია და ის კარგად უნდა ჩანდეს. ამიტომ ჯობს ამ ფერის ინტერიერში გამოსაყენებლი ყველასთვის თვალსაჩინო ნივთი შეარჩიოთ, მაგალითად პატარა მაგიდა და არა რომელიმე აქსესუარი. მაგიდა შესაძლოა იყოს პატარა ზომის, თუმცა ფუნქციონალური.

4. სანათი, რომელიც ირეკლავს სინათლეს

ტენდენცია, რომელსაც ყველა დიზაინერი ერთხმად მიესალმება, გაფანტული განათებაა, რომლის ძირითად წყაროც არ ჩანს.

5. რამე მრგვალი

ყველაზე მოდურ ინტერიერში არის ბევრი სიმრგვალე. მრგვალი მაგიდა, მრგვალი ხალიჩა, სანათი, ყველაფერი მრგვალი. ეს ერთი შეხედვით კოსმიურად გამოიყურება, თუმცა ძალიან დამამშვიდებელი გარემო წარმოიქმნება.

6. რამე დაწნული

ტრენდულია ყველაფერი მსუბუქი და ნატურალური. ამიტომაც დაწნულმა ავეჯმა დიდი ხანია ქუჩიდან სახლში გადაინაცვლა. მსგავსი პროდუქცია უკვე ცნობილი ბრენდების დასახელებითაც გამოჩნდა, აქტუალური გახდა დაწნული კარადები, საწოლი, მაგიდა და სკამები.

7. ფერადი შუშის ლარნაკი

ფერადი შუშა ყველაზე მოდური მასალაა. მისგან იქმნება ჭურჭელი, ლარნაკები, სანათები. ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ელემენტი კი ყვავილების ლარნაკია.

8. ტერაცოს ჭურჭელი

როგორ წესი, ტერაცოსგან ამზადებენ იატაკის საფარს, სამზარეულოს სამუშაო ზედაპირს, თუმცა ეს ყველაფერი სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. აი, ყვავილების ქოთანი, ლარნაკი ან სხვა რაიმე ნივთი ტერაცოს პრინტით ყველასთვის ხელმისაწვდომი და თან ძალიან ეფექტურია.

კომენტარის დამატება