5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეკიდოს ხალიჩა კედელზე

ხალიჩა კედელზე? ეს ხომ წარსულის გადმონაშთია, მტვრის ბუდე. ასე ფიქრობს ბევრი თანამედროვე დიასახლისი. თუმცა ნუ აჩქარდებით და ნუ გააკრიტიკებთ ამ ტრენდს, რადგან გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ხალიჩა კედლეზე ისევ მოდაშია და მას თავისი უპირატესობებიც აქვს. ეს ტრენდი სულაც არ აპირებს პოზიციების დათმობას.

ადრე ხალიჩა თითქმის ნებისმიერი ინტერიერის თითქმის უმთავრესი ატრიბუტი იყო, რომელიც პატრონის სტატუსს განსაზღვრავდა. ხშირად ხდებოდა ისე, რომ ხალიჩა საერთოდ არ ჯდებოდა საერთო ინტერიერში და აფუჭებდა კიდეც მას. ხდებოდა ისეც, რომ ზოგი ადამიანი ხალიჩას სითბოსა და ხმის იზოლაციის გამო ყიდულობდა.

ცნობილია, რომ მოდას გააჩნია ერთი თვისება - ის ბრუნდება ხოლმე, ჰოდა, ასე მოხდა ხალიჩების შემთხვევაშიც, ხალიჩა მოდაში დაბრუნდა.


1. თანამედროვე სტილი და კედლის ხალიჩა

ძნელი წარმოსადგენია აღმოსავლური სტილი ხალიჩის გარეშე, რომელიც ქმნის სითბოსა და სიმყუდროვის შგრძნებას. ბევრ დეკორატიულ ბალიშთან ერთად ხალიჩა ფუფუნებას ქმნის.

კოლორიტულად გამოიყურება ხალიჩა მაროკოს სტილში.

ასევე ძალიან უხდება ხალიჩა ვინტაჟურ, სკანდინავიურ, შრეულ ეკლექტიკურ სტილს.
ძალიან აქტუალურია ხალიჩები პეჩვორკის სტილში, რომელიც ლასკუტებისგან კეთდება.

2. პანო და გობელენი

ვინ თქვა, რომ ხალიჩა უნდა იყოს დიდი და მთელ კედელზე გადაჭიმული? დიზაინერები გთავაზობენ მშვენიერ ალტერნატივას, პანო და გობელენი. ასეთი გადაწყვეტილება ძალიან უხდება ლოფტის სტილს და დღესდღეობით ეს სტილი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დიდი ინტერიერი პანოს წყალობით უფრო დახვეწილად და სრულყოფილად გამოიყურება.
გობელენი და პანო შესაძლებელია ინტერიერის აქცენტიც იყოს. ასეთი კედელი სულაც არ გამოიყურება ძველმოდურად და ბანალურად, პირიქით, ასე ინტერიერი ბევრად დახვეწილი და გემოვნებიანია.

3. კედლის ხალიჩის დაკიდების არასტანდარტული მეთოდები

გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს, თუ როგორ შეიძლება დაკიდოთ ხალიჩა კედლეზე არასატნდარტული მეთოდით. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ არ დაგჭირდებათ კედლის გახვრეტა.

ამ დროს გასათავლისწინებელი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ხალიჩის ფორმა შეესაბამებოდეს საერთო ინტერიერს.
იმისათვის, რომ კედლის ხალიჩა ჰარმონიულად შეერწყას თანამედროვე ინტერიერს, გირჩევთ შეარჩიოთ მარტივი გეომეტრიული ფიგურები და მონოქრომული ფერი.

4. ფერადი კალეიდოსკოპი

კედლის ხალიჩა შეგიძლიათ შეადაროთ ფერად კალეიდოსკოპს. ლამაზი ფერებისა და პრინტის მიხედვით შერჩეულ ხალიჩას აქვს უნარი, ადამიანს ბედნიერება და დიდი ესთეტიური სიამოვნება მიანიჭოს.

ინტერიერში ერთი ასეთი ელემენტი აბსოლუტურად საკმარისია სასურველი, პოზიტიური შედეგის მისაღებად.

5. კომფორტული შეხამება

სივრცე ჰარმონიულად გამოიყურება იმ შემთხვევაში, თუ ის ეხამება დეკორისა და ავეჯის ელემენტებს.
მკვეთრი ფერის ხალიჩას აქვს უნარი სივრცე დააპატარავოს. მომცრო ზომის ოთახს უფრ მეტად ღია, პასტელის ფერები უხდება.

თუ გსურთ ინტერიერში აქცენტი ხალიჩაზე გააკეთოთ, გირჩევთ ის საწოლის თავთან მოათავსოთ. ასეთ შემთხვევაში ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები