ძველებური ნივთები, რომელიც თანამედროვე სახლსაც დაამშვენებს

თუ სახლში მოგეპოვებათ ძველებური ნივთები, რომელთა შესაძენად თქვენი მშობლები თუ ბებია-ბაბუები ძალას არ იშურებდნენ და ხშირად მათ შესაძენად საზღვარგარეთაც კი მიდიოდნენ, ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას, რა იცით, იქნებ გამოგადგეთ.
ვინტაჟი და ისტორიული საგნები ახლა ძალიან აქტუალურია. შემოგთავაზებთ ძველებური ნივთების ჩამონათვალს, რომელიც ძალიან კარგად ერგება თანამედროვე ინტერიერს და მას განუმეორებელ ხიბლს სძენს. ეს ნივთები დღესდღეობით ანტიკვარიატად მიიჩნევა და თუ გაქვთ სახლში, ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას.

1. სამოვარი

ძველი სამოვარი შეგიძლიათ კარგად გააპრიალოთ ან თუნდაც გადაღებოთ და გაალამაზოთ თქვენი სამზარეულო ან მოათავსოთ
ბუხართან. ასეთი ინტერიერი გულგრილს არავის დატოვებს.

2. საბეჭდი მანქანა

შიძლება არა ხართ მწერალი ან მბეჭდავი, მაგრამ მაინც ნუ იჩქარებთ ძველებური საბეჭდი მანქანის გადაგდებას, გადაღებეთ ის, სასურველია, თუ კორპუსი მკვეთრი ფერის იქნება და მოათავსეთ თაროზე ან საწერ მაგიდაზე.

3. თუჯის უთო

უთო დეკორის მშვენიერი ელემენტია. ის ძალიან ეფექტურად გამოიყურება წიგნების სტელაჟზე, ჭურჭლის თაროზე ან თუნდაც საწერ მაგიდაზე.

4. ბიდონი

ძველი ალუმინის ბიდონი შეგიძლიათ შეღებოთ და მშვენიერი ლარნაკი გააკეთოთ.

5. საკერავი მანქანა

ეს კი ყველასთვის კარგად ნაცნობი ზინგერი და მისი თანამედროვე ვერსიაა. მართლაც უნიკალური ნივთია.

6. სკამები

ეკლექტიკაზე საუბრისას ერთი გარკვეული მოსაზრება არ არსებობს, მთავარია რამდენიმე ძველებური ნივთი ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს.
ეს ძველებური სკამები გათანამედროვებულია და ნახეთ, როგორ ლამაზად ჯდება ინტერიერში.

7. ჭურჭელი

ძველებური ჭურჭელი, რომელიც მოგწონთ, შეგიძლიათ იხმაროთ ყოველდღიურად, არ ღირს მისი კარადაში შენახვა, კერამიკული თეფშებით კი კედლის ლამაზი კომპოზიციის გაკეთებაა შესაძლებელი.

8. პოსტერები

სადა, ლაკონური ინტერიერის პატრონები კი პოსტერებზე და მსგავს გადაწყვეტილებაზე რომ დაფიქდნენ, ვფიქრობთ, ნამდვილად მოგებულები დარჩებიან. ძველი ჟურნალ-გაზეთები შესაძლოა თანამედროვე ინტერიერის ძალიან ლამაზ აქცენტად აქციოთ.

9. სავარძელი

მოდაში ისევ შემოდის გეომეტრიული ფორმები, რომელიც მე-20 საუკუნისთვის იყოს დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ რეტრო სტილის სავარძლებს ეძლევათ შანსი ისევ აღმოჩნდნენ პოპულარობის პიკზე. ასეთი სტილის სავარძლები ძალიან უხდება მცირეგაბარიტიან ბინებს.

10. ჩემოდანი

ჩვენს ჩამონათვალში ყველაზე მეტი პრაქტიკულობით ჩემოდანი სარგებლობს. მისი ყველაზე თვალსაჩინო ფუნქცია ნივთების შენახვაა. უბრალოდ გამოიყენეთ ის სეზონური ნივთების შესანახად და მოათავსეთ კარადაში ან აქციეთ ინტერიერის დეკორად. მას რომ პატარა ფეხები გაუკეთოთ, ძალიან ლამაზი ყავის მაგიდა გამოგივათ.

11. ტელეფონი

გასაგებია, რომ მობილურის ეპოქაში ასეთი ტელეფონი აღარავის სჭირდება, თუმცა თუ მაინც მოგეპოვებათ, გადაწმინდეთ მტვერი და გამოიყენეთ, როგორც დეკორი, ვინტაჟური ნოტები ზედმეტი არასდროს არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები