5 ნივთი თქვენს მაგიდაზე, რომელიც სამუშაო პროცესს უფრო პროდუქტიულს გახდის

ადამიანთა უმრავლესობას 7-8 საათიანი სამუშაო დღე აქვს. გამოკვლევების თანახმად, ყველაზე პროდუქტიულები ამ დროიდან, საშუალოდ 2 სთ და 48 წუთი ვართ. სამუშაო მაგიდასთან დიდი ხნით ჯდომა და საქმეზე კონცენტრირება საკმაოდ რთულია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოაწყობთ თქვენს სამუშაო გარემოს, რადგან ზოგჯერ უბრალო ნივთებსაც კი შეუძლიათ გაგიუმჯობესონ განწყობა და დაგეხმარონ სტრესის მოხსნაში.

გაგიზიარებთ 5 მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, მუშაობისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.

1. ქოთნის მცენარე

გარდა იმისა, რომ ქოთნის მცენარეები ვიზუალურად ძალიან ლამაზია და ინტერიერს უხდება, ისინი ძალიან სასარგებლოცაა. მეცნიერები გვირჩევენ, რომ ქოთნის
მცენარეები აუცილებლად დავდგათ იქ, სადაც დიდ დროს ვატარებთ. მწვანე მეგობრები წმინდავენ ჰაერს და დადებით გავლენას ახდენენ ფსიქოლოგიურ განწყობაზე. მათი ყურება და მათზე ზრუნვა, ერთგვარი რელაქსია.
საუკეთესო ჰაერგამწმენდ მცენარედ ითვლება როდოდენრომი (იგივე აზალია). ის ისრუტავს უარყოფით ენერგიას და გარდაქმნის დადებითად. დაგეხმარებათ ყურადღების გამახვილებაში. მას ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს და გაზაფხულზე ადრიანად ყვავის. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ მცენარეს ენერგეტიკული სიცოცხლისუნარიანობის გამაძლიერებელი იდუმალება გააჩნია. როდოდენდრომის მიწა მუდმივად ტენიანი უნდა იყოს. მოსარწყავად გამოიყენეთ გამოხდილი, ან ლიმონის წვენით გაზავებული წყალი. „გორგიაში“ როდოდენდომს 27.70 ლარად შეიძენთ.

2. მაგიდის სანათი

განათება სასურველი ატმოსფეროს შესაქმნელად ძლიერი საშუალებაა. სწორად შერჩეულ განათებას დადებითი ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს; ახდენს მატონიზებელ მოქმედებას და დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, ის ინტერიერის განუყოფელი დეკორატიული ნაწილია. მაგიდის სანათი დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ საქმეზე და ასევე, არ მიაყენოთ ზიანი მხედველობას.
მაგიდის სანათის ბევრნაირი დიზაინი არსებობს. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც კლასიკური ფორმის, ასევე თანამედროვე ვარიანტი.

3. ფოტოს ჩარჩო

ფოტოგრაფია განსაკუთრებით ფასეულია ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ის მომენტი, რომელიც კადრშია აღბეჭდილი, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ასეთ ფასეულ მოგონებებს ინახავს ფოტოს ჩარჩო.მიუხედავად ციფრული ეპოქისა, სადაც ადამიანები იშვიათად ბეჭდავენ ფოტოებს, ჯერაც არ დაუკარგავს აქტუალობა ოფისის მაგიდაზე დასადებ ჩარჩოს. ის ძალიან გეხმარება ყურადღების გადატანაში. თუ დიდხანს გიწევთ კომპიუტერის მონიტორის ყურება, დროდადრო შეხედეთ ფოტოს, ეს თვალებისთვის ერთგვარი ვარჯიშია და გონებასაც ეხმარება განტვირთვაში. ორიგინალური მეტალის ჩარჩოს შეძენას, რომელზეც ფოტოებს დაკიდებთ, 18 ლარად „გორგიაში“ შეძლებთ. ჩარჩოების სხვადასხვა ვარიანტები იხილეთ აქ.

4. სურნელოვანი დეკორატული აქსესუარი

ჩვენი ცხოვრება სავსეა განსხვავებული არომატებით. ალბათ ბევრი ამჩნევს, თუ როგორ ეცვლებათ განწყობა, სურნელის ზემოქმედებით. ადამიანზე სუნების ზეგავლენას მეცნიერება სახელად არომაკოლოგია სწავლობს.
მუშაობისას ხშირად განვიცდით დაძაბულობას, ნერვიულობას და სტრესს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ თქვენს სამუშაო მაგიდაზე გამოყოფთ პატარა ადგილს სურნელოვანი დეკორაციისთვისაც. „იკეას“ გამხმარი ყვავილების და მცენარეების ნაკრები ტყის მაგიურ სურნელში გაგხვევთ. ჩაყარეთ სურნელოვანი გამხმარი მცენარეები პატარა მინის ჭურჭელში და უბრალოდ დადგით მაგიდაზე. შეფუთვა შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ, „გორგიას“ ვებ-გვერდზე, 9.35 ლარად.

5. შესანახი ყუთი/ორგანაიზერი

თუ სამუშაო მაგიდაზე ბევრი ნივთი გაქვთ, გამოიყენეთ ორგანაიზერი, სადაც მოათავსებთ ზედმეტ საგნებს. ჯობს მაგიდაზე მეტი თავისუფალი სივრცე დატოვოთ, რადგან გადატვირთული მაგიდა ღლის თვალსაც და გონებასაც. რთულია კონცენტრირდე საქმეზე. შესანახი ყუთი ხის ეფექტით ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და საოფისე ინტერიერსაც მოუხდება. მისი ფასი სულ რაღაც 19. 70 ლარია.
„გორგია“ მუდამ ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ამიტომ, მის ფართო ასორტიმენტში, პროდუქციას ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად აუცილებლად იპოვით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები