მხიარული და დატვირთული ფარდები ყველაზე კარგ ინტერიერსაც კი აფუჭებს - როგორ შევარჩიოთ ფარდები სწორად

როგორ შევარჩიოთ სწორად ფარდები და როგორ დავკიდოთ, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ინტერიერში ფარდა.
ჯერ ვისაუბროთ იმაზე, თუ რაზე დავკიდოთ ფარდა. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესაი შევარჩიოთ ლითონის საკიდი. ასეთ საკიდებზე ფარდის გადაწევ-გადმოწევა ბევრად მოსახერხებელია. ესთეტიური თვალსაზრისითაც ასე სჯობს, ხოლო თუ მაინც პლასტმასს მიანიჭებთ უპირატესობას, გირჩევთ ისე ქნათ, რომ ფარდამ დაფაროს.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ მასიური კონსტრუქციები ფარდას დაამოკლებს და სივრცესაც დააპატარავებს.
რაც შეეხება ლამბერკენებს, თანამედროვე ინტერიერში მისი ადგილი ნამდვილად არ არის. გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ, თუ ინტერიერი მე-18 საუკუნის
სტილშია გაფორმებული და ის სათანადო აქსესუარებს საჭიროებს.

ლამბრეკენებთან დაკავშირებით გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ძალიან დიდი შეცდომაა ყურადღების ავეჯიდან ფარდაზე გადატანის მიზნით მისი შერჩევა.

იმისათვის, რომ ფარდა ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმოდეს უნდა გაითვალისწინოთ ინტერიერის ყველა დეტალი.

იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც სურს, რომ მისი ფანჯრები უფრო დიდი გამოჩნდეს, ვიდრე რეალურად არის, გირჩევთ ფარდა კუთხიდან კუთხემდე დააფიქსიროთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არ ფარავდეს ავეჯს.

მაინც, საბოლოოდ როგორ ფარდებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?
მხოლოდ თხელი ფარდის დაკიდება იმ იმედით, რომ საკმარისი იქნება, დიდი შეცდომაა. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მეორე ფენაც. ერთი ფარდის გამოყენება მხოლოდ სამზარეულოში არის გამართლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერიერს დაუსრულებელი და უხეში სახე ექნება.
თუ მაინცდამაინც ერთ ფენას ანიჭებთ უპირატესობას, ეცადეთ, რომ ის არ იყოს გამჭვირვალე.

პრინტიანი ფარდები სივრცეს ვიზუალურად ამცირებს, ამიტომ უმჯობესია მასზე უარი თქვათ.

ყველაზე კარგი ვარიანტია ფარდები იყოს კედლის ფერი ან ცოტა კონტრასტული.

კომენტარის დამატება