სახლის საახალწლო დეკორი ნაძვის ხის გარეშე

ახალი წელი კარს მოგვადგა. გვინდა შევიქმნათ განწყობა და მოვემზადოთ მთავარი დღესასწაულისთვის. ნაძვის ხის დადგმა ჯერ ადრეა, თუმცა არსებობს სხვა ატრიბუტები, რომელიც ნელ-ნელა შეგვამზადებს მთავარი ზეიმისთვის. რითი შეიძლება გავახალისოთ ჩვენი სახლი საახალწლოდ, გარდა ნაძვის ხისა.
კარზე დაკიდებული საახალწლო გვირგვინი ნებისმიერ ოჯახს შეუქმნის საზეიმო განწყობას და კიდევ უფრო გაახალისებს.
გვირგვინის დიზაინი შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ, საკუთარი გემოვნებით, სანთლებით, უსანთლოდ, ხილით, კანფეტებით, სათამაშოებით. ერთი სიტყვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი, რაც თქვენს გულს და თვალს გაახარებს.

მსგავსი დიზაინის გვირგვინი სუფრისთვისაც შეგიძლიათ მოამზადოთ. ფერები უმჯობესაი ისე შეარჩიოთ,
რომ ჰარმონიულად ერწყმოდეს დანარჩენ ინტერიერს.

იმისათვის, რომ გნაწყობა სახლში შესვლისთანავე იგრძნობოდეს შეგიძლიათ შესასვლელ კართან საახალწლო თემატიკის მატიკიც განათავსოთ.


ფანჯარაც ის ადგილი, რომელი თითქოს ითხოვს საახალწლოდ მორთვას, იქნება ეს განათება, გირლიანდები, წებოვანი სტიკერები, სათამაშოები თუ სხვა აქსესუარები. უფრო მეტიც, ფანჯრის რაფაზე მთლიანი კომპოზიციის გაკეთებაც კი არის შესაძლებელი.

ინტერიერის გაფორმების ჰიტად უკვე კარგა ხანია ქცეულა ბუნებრივი მასალები, ხის ტოტები, გამხმარი ფოთლები, გირჩები და ა.შ

თუ სახლში თავისუფალი კედელი გაქვთ, მისი გაფორმება ნათურებიანი გირლანდებით შეგიძლიათ.
ბოლო დროს სულ უფრო დიდი მოთხოვნაა სანთლის ფორმის განათებაზე ინტერიერში, ეს არცაა გასაკვირი, რადგან ასეთი აქსესუარი მართლაც ძალიან ლამაზად და ზღაპრულად გამოიყურება.
აქტუალურია ასევე ომელა, მარადმწვანე მცენარე თეთრი ყვავილებით, რომელიც ძალიან უხდება ახალ წელს და შობას.

კომენტარის დამატება