როგორ შევარჩიოთ ხალიჩა სწორად

ალბათ ბევრ დიასახლისს აინტერესებს, როგორ შეარჩიოს და განათავსოს ხალიცჩ ისე, რომ ხაზი გაუსვას ინტერიერის დიზაინს და განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინოს სტუმრებზე.

დავიწყოთ იმით, რომ ხალიჩა მოდიდან არასდროს გადადის, ის ყოველთვის აქტუალურია. უბრალოდ იცვლება ფორმა, ფაქტურა, ორნამენტი, ერთი სიტყვით, დეტალები, მაგრამ თავად ხალიჩა რჩება.

მართალია, ხალიჩის შერჩევის დროს ძირითადად ვხელმძღვანელობთ პრინციპით, "გემოვნების საქმეა", თუმცა თუ პროფესიონალების რჩევები გაინტერესებთ, არ დაგზარდებით და შემოგთავაზებთ.


ხალიჩის შერჩევისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თავად ინტერიერს, რომელიც განსაზღვრავს კიდეც ამ უკანასკნელის სტილს, ფორმას და ფერს. თუ დეკორი კლასიკური სტილის
არის, რაღა თქმა უნდა, ხალიჩაც კლასიკურ სტილში იქნება მისაღები. ამ შემთხვევაში სტილი გასაგებია, მხოლოდ ფერები გექნებათ შესარჩევი.

ფერისა და დეკორის შეხამება

ხალიჩა ინტერიერში პირველ რიგში ტექსტილს უნდა შეეფერებოდეს: ავეჯს, ფარდებს, ბალიშებს, კედლის ფერს, მკვეთრად განსხვავებული ფერი თვალშისაცემი იქნება და ამისთვის წინასწარ მზად უნდა იყოთ. რაც შეეხება თავად ხალიჩის ფერს. ის შეიძლება იყოს აქტიური და პასიური, ეს ქსოვაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ხალიჩა ხელოვნურად არის გადახუნებული, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასე ის შედარებით რბილად და ნეიტრალურად გამოიყურება.




 ზომა
ხალიჩის ზომები სხვადასხვა ქვეყანაში ძირითადად სტანდარტულია. თავად ნაკეთობა სიმეტრიული.
სასტუმრო ოთახებში ძირითადად ორი ტიპის ხალიჩებს არჩევენ. პირველი ტიპის გახლავთ მოდელი, რომელიც დივნის წინ უნდა განთავსდეს, ამასთან, ხალიჩა ზომით დივანზე ცოტა გრძელი უნდა იყოს. მაგალითად, თუ დივნის სიგრძე 2,5 მ-ია, ხალიჩა სასურველია 2,7-3მ იყოს. სიგანე შესაძლოა 2,5 -დან 2,7-მდე ვარირებდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადგილია დარჩენილი დივნის წინ. დიზაინის წესების მიხედვით, რეკომნდებულია დივნის ფეხების ხალიჩის კიდეზე დადგმა.


მეორე ვარიანტია ავეჯის განთავსება ხალიჩაზე მთლიანად. ამ შემთხვევაშ უმჯობესია დიდი მოდელის შერჩევა, მაგალითად 3X4-ზე და მეტი.



მისაღებში

სასტუმრო ოთახში, იგივე მისაღებში ხალიჩა უნდა განთავსდეს მაგიდის ქვეშ ისე, რომ ყველა სკამი მასზე მოთავსდეს. ასეთი ხალიჩის საშუალო ზომა 2,5-სმ-ია.

საძინებელში

თუ საძინებელი დიდი ზომის არის და საწოლი ცენტრში დგას, მაშინ ეცადეთ ის ხალიჩაზე დადგათ ან ორივე მხრიდან განათავსოთ შედარებით პატარა ზომის ხალიჩები. იმ შემთხვევაში, თუ საწოლი კედელთან არის მიდგმული, საკმარისისა ხალიჩა საწოლის ქვეშ 10-15 სმ-ით შედიოდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები