როგორი შეიძლება იყოს სამზარეულოს კედლის დეკორი - დიზაინერული იდეები

ვნახოთ, როგორი დეკორი შეიძლება გავაკეთოთ სამზარეულოს კედელზე.
პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ სათანადო ადგილი, იქნება ეს მაგიდასთან ახლოს, სამუშაო ზონის სიახლოვეს თუ სხვა. ეს ინდივიდუალურია და აბსოლუტურად არის დამოკიდებული დიასახლისის გემოვნებაზე.

კომპოზიცია წინასწარ მოიფიქრეთ და მოამზადეთ. მთავარია, რომ დეკორის ელემენტები ორგანულად გამოიყურებოდეს.
პატარა ზომის სამზარეულოში ბევრ ელემენტს ნუ განათავსებთ. საბოლოო ჯამში სივრცე გადატვირთული არ უნდა იყოს, ასე სამზარეულო ბევრად ლამაზი და ეფექტური იქნება.

გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შპალერი, ეს ყველაზე გავრცელებული და მიღებული ვარიანტია. უმჯობესია ისეთი სახეობის შეარჩიოთ, რომელიც ირეცხება.
თუ რამე
უფრო ორიგინალური გსურთ, შეგიძლიათ იფიქროთ ცოცხალ კედელზე, რომელიც სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე დიზაინში.

შეგიძლიათ ერთ-ერთი კედელი უბრალოდ სხვა ფერად გადაღებოთ ან შეარჩიოთ დეკორატიული ბათქაში.
ძალიან ეფექტური და პრაქტიკულია კერამიკული ფილებიც, რომლის ძალიან ფართო არჩევანი არსებობს.
და ბოლოს აგური, ესეც ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან მოთხოვნადი ვარიანტია.


დეკორი შესაძლოა იყოს სხვადასხვა სტილის

ჰაი ტეკი

ეს თანამედროვე, მინიმალისტური სტილია, სადაც დეკორს მინიმალური ყურადღება ექცევა, შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, კედლის საათი.

პროვანსი

დახვეწილ ფრანგულ ინტერიერში თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა აქსესუარები, იქნება ეს ორიგინალური კაშპო, ფიგურები თუ სხვადასხვა მცენარეები.

სკანდინავიური

ეს თავშეკავებული სტილია საინტერესო მოტივებითა და გაფორმებით. სანამ ამ სტილს შეარჩევდეთ, კარგად შეისწავლეთ ყველა ფაქტორი.

ეკო სტილი


ამ მიმართულებაში უპირატესობა ბუნებრივ მასალებს ენიჭება. ძირითადად ქვას და ხეს. გამოიყენება სწორედ ამ მასალებით დამზადებული აქსესუარები.

ლოფტი

ამ სტილში დეკორის ელემენტებად უფრო ხშირად თაროები და სტელაჟები გამოიყენება.

მოდერნი

ეს თანამედროვე სტილი კი თამამი ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკეები, ჩარჩოები, ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ.

ქანთრი

ეს მყუდრო, სოფლის სტილში დეკორის ელემენტების მხრივ ლიდერობს. აქსესუარი შეიძლება იყოს უამრავი, ყვავილი, ჩარჩო, საათი, თარო, ყველაფერი, რაც სოფლის სახლს შეშვენის.
და ბოლოს, კედლის დეკორად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭელი, რაც ძალიან უხდება სამზარეულოს.



კომენტარის დამატება