ნივთები სახლში, რომლებიც გემოვნების და ფანტაზიის არქონაზე მიუთითებს

გაგიკვირდებათ და ეს ნივთები არათუ ალამაზებს ინტერიერს, დიასახლისის ფანტაზიის და გემოვნების ნაკლებობაზე მიუთითებს.
საკუთარმა ბინამ თქვენს შესახებ იმაზე მეტი შეიძლება თქვას, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ და ვინმეს უგემოვნო არ ეგონოთ, ამ ნივთებს ერიდეთ.

დიდი ზომის სარკეები და ავეჯი სარკის ზედაპირით

თავისი საქმის პროფესიონალები არავითარ შემთხვევაში არ გირჩევენ დიდ ჩარჩოში ჩასმული დიდი ზომის სარკის ყიდვას. ასეთი სარკე სახლში არც მეტი, არც ნაკლები, ვულგარულია.
ასევე ძალიან ცუდად გამოიყურება სარკე ჭერში და საძინებელში. საერთოდ, სარკეებიანი ოთახი
რთული წარმოსადგენი და ამასთანავე რთული მოსავლელია.

ატლასის თეთრეული

ვინ თქვა, რომ ატლასის თეთრეული ფუფუნების ნიშანია? ყველა პროფესიონალი ერთხმად აღნიშნავს, რომ ფინანსურად შეძლებული ადამიანი არავითარ შემთხვევაში მიანიჭებს უპირატესობას მსგავს თეთრეულს და არჩევანს ხარისხიან, ბუნებრივ ქსოვილზე შეაჩერებს.

ბევრი ფუმფულა სათამაშო


გახსოვდეთ, რომ რბილი, ფუმფულა სათამაშო მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ სახლში პატარ ბავშვია, ისიც გარკვეულ ასაკამდე. გარდა იმისა, რომ ეს უსახურია, მტვრის და ბაქტერიების ბუდეც არის.

ცნობილი მხატვრების რეპროდუქცია

თუ ის გემოვნებიან და ხარისხიან ჩარჩოში არ არის მოთავსებული, მის ინტერიერში განთავსებას არ გირჩევთ.
სხვათა შორის, ბოლო დროის აქტუალურ ტრენდს, პოსტერსა თუ სლოგანს ჩარჩოში, დიზაინერები არ ეთანხმებიან.

ბევრი დეკორატიული ბალიში



დეკორატიულ ბალიშს, როგორც აქსესუარს და აქცენტს, რა თქმა უნდა, არსებობის სრული უფლება აქვს, თუმცა გარკვეული რაოდენობით. მაგალითად დივანს დეკორატიული ბალიშები უხდება, თუმცა ბალიშებით გადავსებული საწოლი არც ისე ლამაზი სანახავია.

გახუნებული ტექსტილი და ძველმოდური შალითა


გადახუნებული შალითა იერს დაუკარგავს ნებისმიერ ინტერიერს. თუ სახლში მსგავსი ნივთი გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დივანი უნდა გადააგდოთ, საკმარისია ახალი შალითა შეუძინოთ ან რაიმე ლამაზი ფერის პლედი და პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდება.

გაბზარული ჭურჭელი

ეს არც კარგ გემოვნებას უხდება და არც ფენ შუის კანონებს ეთანხმება. გაბზარული ჭურჭელი ის ნივთია, რომელიც დაუფიქრებლად უნდა მოაშოროთ სახლიდან.

კომენტარები

ჰმ 2023-05-09 03:16
გადახუნებული და გაბზარული ვის მოეწონება, მაგრამ ზოგს არ აქვს საშუალება, რომ ახალი იყიდოს . გემოვნება და უსახსრობა კიდევ ორი განსხვავებული რამაა. ნუ ურევთ

კომენტარის დამატება