როგორი ფარდებია აქტუალური 2024 წელს


ფარდა არა მარტო მზისგან და უცხო თავლისგან დამცავი საშუალება, არამედ ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ამ ელემენტს შეუძლია განსაზღვროს მთლიანი ინტერიერი, შესაძლოა ყურადღება გადაიტანოს ხარვეზებისგან და შესაძლოა საუკეთესო ოთახი ძველმოდურად და უინტერესოდაც წარმოაჩინოს. ასე რომ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება ოთახში ფარდა.
2024 წელს მთავარი ტრენდი ფარდების შერჩევის დროს, შეიძლება ითქვას, რომ არ შეცვლილა, აქცენტი ისევ ეკოლოგიურობაზე კეთდება, მასალა უნდა იყოს ბუნებრივი. ასეთ ფარდებს კერავენ, როგორც წესი, ტილოსგან, ბამბისგან ან აბრეშუმისგან.


განსაკუთრებით პოპულარულია ცოტა უხეში ტილო. წინასწარ
გაფრთხილებთ, რომ ბუნებრივი მასალა, რომელიც ძალიან სასიამოვნოა ხელით შეხების დროს, ძალიან მალე იკუჭება, გარეცხვის შემდეგ შეიძლება შედგეს და მზეზეც მალე ხუნდება. ამიტომ არსებობს ხელოვნურთან შერეული ქსოვილები, რომელიც ვიზუალურად თითქმის იდენტურად გამოიყურება, თუმცა მოსავლელად ბევრად მარტივი და პრაქტიკულია. შესაბამისად, ყოველწლიურად ცვლას არ საჭიროებს.

რა შეეხება ამ წლის მოდურ ფერებს, აღსანიშნავია, რომ ბუნებასთან კავშირი ამ ჭრილშიც აქტუალურია. ნეონურ და მკვეთრ ფერებს წელს დიზაინერები უარს ეუბნებიან.

როგორც ყოველთვის ტრენდულია და აქტუალობას არ კარგავს თეთრი ფერი, ამას მოჰყვება ნაცრისფერი, ხორცისფრის და ყავისფრის სხვადასხვა ელფერი, ლურჯი, მწვანე და სხვა ბუნებრივი ფერები.


მოდური ფარდა სულაც არ ნიშნავს სადას, წელს მისაღებია პრინტებიც, თუმცა ზომიერად. განსაკუთრებით პოპულარულია წვრილი პრინტი, რომელიც საერთო ფონს ერწყმის. რაც შეეხება კუბოკრულ, ზოლებიან და და სახვა გეომეტრიულ ფიგურებიან ფარდებს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის კლასიკა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება.

რაც შეეხება სიგრძეს, მოდაშია როგორც რძელი ფარდები, ისე მოკლე სტილის, ან ჟალუზები. მთავარია სიმარტივე. რაცუფრო მარტივია ფარდა, მით ტრენდულია. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები