როგორ უნდა განთავსდეს ნივთები ღია თაროებზე ისე, რომ ინტერიერი არ გააფუჭოს

ღია თაროებსა თუ სტელაჟებზე ნივთების ლამაზად განლაგება მთელი ხელოვნებაა. ჩვენ შევეცდებით გასწავლოთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს.

ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება იმისთვის, რომ ინტერიერის ჟურნალებში ღია თაროები განსაკუთრებულად მოჩანს. ეს იმიტომ, რომ იმ თაროებზე ნივთები გარკვეული პრინციპის მიხედვით არის განლაგებული.



ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად
ეცადეთ წიგნები განალაგოთ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. ასე უფრო უფრო დინამიური იქნება.



თაროებზე მარტო წიგნებს ნუ დაალაგებთ
ეცადეთ თაროებზე წგნების გარდა სხვა აქსესუარებსაც მიუჩინოთ ადგლი, მაგალითად პატარა ლარნაკებსა თუ ჩარჩოებს, სანთლებსა თუ დეკორატიულ თეფშებს.



გაფორმება ფერების მიხედვით
ბოლო დროს მოდაში
შემოვიდა წიგნების ფერების მიხედვით დალაგება, გარკვეული ფერთა გამის შექმნა.



მძიმე ნივთები ქვემოთ
დაალაგეთ მჩატე ნივთები ზემოთ, მძიმე კი - ქვემოთ. ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ არა მარტო ნივთების წონა, არამედ მათი ვიზუალიც. ქვედა თაროზე ადგილი მიუჩინეთ მძიმე ენციკლოპედიებსა თუ ლექსიკონებს.



წესრიგი აუცილებელია
ეცადეთ თქვენი თაროები ყოველთვის მოწესრიგებული იყოს, ეს მთავარია. განსაკუთრებით კარგად და სუფთად უნდა გამოიყურებოდეს ის თაროები, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება ადამიანების თვალთახედვის ზონაში.



გამოიყენეთ ყუთები
ასე თქვენი ნივთები უფრო აკურატულად შეინახება.



დატოვეთ ცარიელი თაროები
ზოგჯერ ცარიელი სივრცე სავსეზე ეფექტურად გამოიყურება. ცარიელ თაროზე მხოლოდ ერთი ნივთი მოათავსეთ.



სამკუთხედის პრინციპი
ეცადეთ გამოიყენოთ სამკუთხედის პრინციპი. გვერწმუნეთ, ეს ძალიან ეფექტურია.



დაიცავით სიმეტრია
გამოიყენეთ სარკის პრინციპი.



ნივთები რიგში დაალაგეთ
გამოიყენეთ როგოთობის პრინციპი.



წინხედი
თუ თქვენი თაროები ზედმეტად გადავსებული ან ზედმეტად ცარიელია, შეგიძლიათ წინ სურათი დაკიდოთ ლამაზი ხედით. ეს ძალიან ორიგინალური იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები