7 ხრიკი იმისათვის, რომ თქვენი სამზარეულო მდიდრულად გამოიყურებოდეს

როცა ბიუჯეტი ყველა თქვენს გემოვნებიან მოთხოვნას ვერ ფარავს პროფესიონალივით ფიქრი უნდა დაიწყოთ.

გთავაზობთ 7 მიდგომას, რომლებიც სამზარეულოში ფუფუნებისა და კომფორტის შეთავსებაში დაგეხმარებათ.

1. დაიწყეთ სწორი დისტანციით

სამზარეულოში ზონების სწორად გადანაწილება წარმატების გარანტია. სამუშაო სამკუთხედი - ქურას, ნიჟარასა და მაცივარს შორის დაშორება მაქსიმალურად მოკლე უნდა იყოს. მაცივარი უნდა განთავსდეს შესასვლელში.

2. სიმაღლე

სამზარეულოსთვის ყველაზე კარგი ვარიანტია მაღალი კარადების გამოყენება. რაც უფრო მაღალია კარადა, მით უკეთესია. ასე შეძლებთ მთელი კედლის გამოყენებას, სამზარეულოს კარადების კარების უკან კი უსასრულო რაოდენობის ჭურჭელს შეინახავთ.

3. იცოდეთ,
რისთვის არ ღირს ეკონომია

თქვენს სტუმრებზე პირველი შთაბეჭდილების შემდეგ, რასაც კარადების ფასადი მოახდენს, მეორე იქნება მისი წინსაფარი. ეს არის ის, რაზეც თანხის დაზოგვა არ ღირს - სანაცვლოდ კი სამზარეულოს ინდივიდუალიზმს მიანიჭებს.

4. დეტალების მნიშვნელობა

კარის სახელურები და აქსესუარები. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როცა ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადადიხართ, როცა ხვდები, რომ ყველაზე პატარა დეტალები ბინის მფლობელის ელეგანტურობაზე ნებისმიერ სიტყვაზე უკეთ მეტყველებს.

5. დაე იყოს სინათლე

როცა სამზარეულოში პირველად შევდივართ, უმრავლეს შემთხვევაში პირველად ჭერს ვუყურებთ. მნიშნელოვანია სამზარეულოს სწორად განათება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამუშაო და სასადილო ზონებს.

6. სოლიდური ბაზა

ხის ისეთივე იატაკი, როგორიც მთელ ბინაშია ღია, ერთიანი სივრცის შთაბეჭდილებას დატოვებს. დიაგონალში დაგებული 30 სმ-იანი კერამიკული კაფელი კი თქვენს სამზარეულოს მდიდრულ იერს მიანიჭებს.

7. წინასწარ გათვალეთ

კარგი საგანი დიდხანს მოგემსახურებათ და მომგებიანი ინვესტიცია იქნება. შეიძინეთ უმაღლესი კლასის სამზარეულო ნიჟარა და ნუ დაზოგავთ თანხას სათქვეფზე.


წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება