2016 წლის დიზაინის ტენდენციები ბინის ინტერიერში - რა არის წელს ყველაზე მოდური?

მოდისა და დიზაინის ინდუსტრიაში ყოველ წელს ხდება მოტამორფოზა, რომელიც წარმოშობს ახალ ტრენდებს და აქტუალურ ტენდენციებს თანამედროვე საცხოვრებელში. რა არის მოდური 2016 წელს?

ორგანული შეფერილობა

ფართობის დეკორირება, სადაც გამოყენებულია ცოცხალი ბუნების ფერები, წელსაც ისევე აქტუალურია, როგორც 2015 წელს. ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ იმას, რასაც გვაძლევს გარე სამყარო, ამიტომ სიამოვნებით ვნერგავთ ინტერიერში შემდეგ ფერებს:

შავი და თეთრი;
ნაცრისფერი, გამხმარი ფოთლების ფერი;
ყავისფერი, ნატურალური მწვანე;

გეომეტრიული ფილების ნიმუშები

საპირფარეშოსა და სამზარეულოს მოპირკეთება, როგორც წესი ხდება, კერამიკული ფილებით. იცვლება მხოლოდ ფორმა და ნახატი. ახალ 2016 წელს განსაკუთრებით პოპულარული იქნება გეომეტრიული ნაქარგი რომბის, კვადრატის, მრავალკუთხედებისა

და სწორკუთხედების მოტივებით.

გრაფიკული ნამუშევრები ბალიშზე
2016 წელი ინტერიერის დიზაინში ჩვეულ ნივთებზე პოზიტიურ შეხედულებებს გვპირდება. სპეციალისტები გვირჩევენ შევიძინოთ რამდენიმე დეკორატიული ბალიში მხიარული, ირონიული გამომეტყველებით. სასურველია, ბალიში გრაფიკული სტილით, მოდურ ფერებში იყოს შესრულებული. 



სკანდინავიით შთაგონებული
ნათელმა, ეკოლოგიურად სუფთა და პრაქტიკულმა სკანდინავიურმა სტილმა ინტერიერში საიმედოდ დაიმკვიდრა ადგილი.
იმისათვის, რომ საცხოვრებელში აღადგინოთ ეს ტენდენცია, საჭიროა:
• ჭარბად გამოიყენოთ თეთრი ფერი.
• ლაკონური ფორმის ავეჯი და აქსესუარები; 
• ღია ფერის ხე;
• ბევრი განათება - მათ შორის ხელოვნურიც; 
• რამდენიმე დეკორატიული ნივთი; 



შპალერი მეტალის ბზინვარებით
ის ქმნის კედლების ზედაპირზე ბზინვარებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემოიფარგლოთ მხოლოდ რამდენიმე დეკორატიული აქსესუარით.
უპირატესობა მიანიჭეთ ნეიტრალური ფერის შპალერს (თეთრი, ღია ყავისფერი, ნაცრისფერი) გეომეტრიული ფიგურებით: ოქროს, ვერცხლის ან პლატინის შეფერილობით.



ფერი Panton-ის ვერსიით
არ დაგიმალავთ, ძალიან გვაინტერესებდა, მრავალრიცხოვანი ფერებიდან რომელს აირჩევდა ფერების ინსტიტუტი Panton-ი 2016 წლის აქტუალურ ფერად. პასუხი ნამდვილ სიურპრიზად იქცა. მათ დაასახელეს ერთდროულად ორი არაჩვეულებრივი ფერი მოდასა და კინოინდუსტრიაში, დიზაინში და დეკორატიულ გაფორმებაში. ეს არის ნაზი პასტელის ტონები „ვარდისფერი კვარცი“ და „ღია იასამნისფერი“.



ფუნქციონალური სტილი
ფართობი, სადაც ვცხოვრობთ, აუცილებლად უნდა იყოს გონივრულად გათვლილი, ხარისხიანად გაფორმებული და ფუნქციონალური - ასე თვლიან დიზაინერები და გვირჩევენ გავათავისუფლოთ საცხოვრებელი ფართი უსარგებლო ნივთებისგან. მოდაში შემოდის ავეჯი, რომელსაც ექნება ბევრი სათავსო საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის, აქსესუარების და ა.შ. შესანახად. დემონსტრირება  მოახდინეთ სტილსა და ხარისხზე. 

მანათობლები, ბრები

არ არსებობს ზედმეტი სინათლე. დიზაინერები აგრძელებენ ახალ-ახალი მანათობლებისა და ბრების გამოგონებას, რათა ჩვეულებრივი ინტერიერი გადააქციონ მოდურ და არაორდინარულ საცხოვრებლად. 



ლითონების შერევა
თუ აქამდე ვერ მოიფიქრეთ, რას შეუხამოთ მისაღებში ინდური ლითონის ვაზები, 2016 წელს ინტერიერში დაამატეთ ვერცხლისფერი ყავის მაგიდა, ლამფებით - მოოქროვილი სადგამით და ლითონის დეკორატიული ნივთებით. ამ  წელს დაირღვევა სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ სხვადასხვა სახის მეტალი ერთ განსაზღვრულ ფართში ერთმანეთს არ შეესაბამება.
მოდურ, ბედნიერ და საინტერესო წელს გისურვებთ! 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები