დიზაინი პატარა აბაზანისთვის: 16 ორიგინალური იდეა


თანამედროვე სახლებში პატარა ზომის აბაზანა იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს.
როგორ მოვიქცეთ, როგორ შევინარჩუნოთ თითოეული სანტიმეტრი და როგორ გავადიდოთ მცირე ზომის ფართობი ვიზუალურად?

1. ვერტიკალური კონტრასტული მოპირკეთება



გრაფიკული, შავ-თეთრი კერამიკული ფილები მცირე ზომის აბაზანისთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.

2. თეთრი ფერი



თეთრი ფერის კერამიკული ფილები სივრცეს ბევრად ფართოს და ნათელს აჩენს.

3. მუქისა და ღია ფერის კონტრასტი



ღია და მუქი ფერის კონტრასტო მცირე ზომის აბაზანისთვის ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებაა.

4. თანამედროვე მინიმალიზმი



მინიმალიზმი თანამედროვე და აქტუალური ტრენდია, რომლის საშუალებითაც პატარა აბაზანაც კი შესაძლოა
აქციოთ თანამედროვე სივრცედ.

5. სარკე კედელზე



კედელზე დაკიდებული სარკე აბაზანას ვიზუალურად დიდად გამოაჩენს.

6. მკვეთრი აქცენტი



მკვეთრ აქცენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც აბაზანის ერთ-ერთი კედელი ისე საშხაპე კაბინის კარი.

7. შპალერი მკვეთრი პრინტით



მუსირებს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ზომის მკვეთრი პრინტი პატარა ზომის სივრცისთვის მიზანშეწონილი არ არის, თუმცა ასე არ გახლავთ, მთავარია, სად და როგორ არის განთავსებული ეს პრინტი.

8. გასაწევი კარი



გასაწევი კარი იდეალური ვარიანტი მაშინ, როდესც ადგილის პრობლემა იჩენს თავს.

9. მკვეთრი გრაფიკა



თამამი კედლის გრაფიკა ეფეტურად გადაახალისებს პატარა ზომის აბაზანას.

10. პასტელის ფერები



ნეიტრალური ფერები კიდევ ერთი წარმატებულოი ჩანაფიქრია მცირე ზომის აბაზანის გასაფორმებლად.

11. კუთხის სტელაჟები



ძალიან ხშირად კარების უკან არსებული სივრცე იკარგება, აბა, სცადეთ და გააფორმეთ კუთხე სტელაჟებით, ნამდვილად არ ინანებთ.

12. ზედა შესანახი სისტემა



თუ თქვენი აბაზანა პატარაა თუმცა მაღალჭერიანი შეგიძლიათ ჭერში შესანახი სისტემა დაამონტაჟოთ. არ წააგებთ.

13. აბაზანა საშხაპე კაბინის მაგივრად



ვინ თქვა, რომ მცირე ფართში აბაზანის დამონტაჟება არ შეიძლება? მინიმალისტური დიზაინის წყალობით ეს აბსოლუტურად შესაძლებელი გახდება.

14. აქცენტი დეტალებზე



აბაზანის მცირე ზომიდან ყურადღების გადატანას დიზაინში ნივთებზე აქცენტებით მოახერხებთ.

15. შიფერის იატაკი



შიფერის მუქი ფერის იატაკი ღია ფერის დიზაინს ძალიან მოუხდება.

16. თეთრისა და შავის ტანდემი



შავი ზედა ნაწილისა და თეთრი ქვედა ნაწილის თამამი შეხამება ფართობს ვიზუალურად ძალიან ეფექტურად ზრდის.

კომენტარები

ra girs? 2020-02-23 23:01
rakovina ragirs?
https://sites.google.com/view/windows-gadayeneba/

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები