თბილ ფერთა შეხამება საძინებლისთვის

იმისათვის, რომ შექმნათ მყუდრო და კომფორტული გარემო დამქანცველი დღის ბოლოს დასვენებისთვის უნდა დაიწყოთ მთავარით. ადამიანის ხასიათს განაპირობებს ფერი და ინტერიერი. საამისოდ კი დაგვჭირდება თბილი ფერთა პალიტრა, რომელიც დაგეხმარებთ მოდუნებაში, დამშვიდებაში და დასვენებაში. არ იცით, რომელი კონკრეტული ფერები შეარჩიოთ? შემოგთავაზებთ ყველაზე მისაღებ და იდეალურ ვარიანტებს.
თეორიულად ამის გაკეთება რთული არ არის, თუმცა პრაქტიკულად თუ თქვენს მიერ შერჩეულ ფერს შესაბამის ელფერს შეურჩევთ, რა თქმა უნდა, იდეალურ შედეგს მიიღებთ. ზუსტად სწორად შერჩეული ელფერი ქმნის შესაბამის ეფექტსა და განწყობას.

1. კრემისფერების ურთიერთშეხამება

ეს გახლავთ
თბილი, ნაზი, სასიამოვნო ფერები, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. კრემისფერი არა მარტო ცალკეული ფერია, არამედ თავად არის განწყობა. კრემისფერი ბეჟში არ აგერიოთ. კრემისფერს შეუძლია მაქსიმალურად შეარბილოს, ჩააქროს ან თუნდაც გაანათოს ძირითადი ფერი. კრემისფერად შეიძლება აქციოთ ცისფერი და ნაცრისფერიც კი. თუმცა საძინებლისთვის ყველაზე ოპტიმალური კრემისფერის ყვითელთან, ვარდისფერთან და ყავისფერთან შეხამებაა.


ფერთა შეხამების დროს გირჩევთ გამოიყენოთ დეკორატორების ოქროს წესი - 60/30/10. მთავარ ფართობს იკავებს ძირითადი ფერი, მესამედს მაგალითად ფარდები ან ტექსტილი, კომპანიონი ფერი, მეათედს კი მიკვეთრი აქცენტი. თუ ორი აქტიური ფერის დამეგობრებას აპირებთ მათ შერბილებაში თეთრი დაგეხმარებათ, ხოლო თუ შედარებით ჩამქრალ ფერებთან მუშაობთ მათ გამოსაცოცხლებლად მკვეთრი ტონები დაგჭირდებათ.




2. ნაზი ვარდისფერი და თბილი ნაცრისფერი

თანდათან უფრო მეტ პოპულარობას იძენს ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო ფერთა შეხამება. თითქოს ქალურ ნაზ ვარდისფერსა და მამაკაცურ ნაცრისფერს შორის საერთო არაფერია, თუმცა სწორედ ორ ფერს შორის სხვაობაშია დამალული მთავარი საიდუმლო.

ამ ორი კონკრეტული ფერის ჰარმონიული შეხამება შესანიშნავი ვარიანტია საძინებლისთვის. ეს ელეგანტური კომბინაცია დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.




3. ატმისფერი და მწვანე


წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც მწვანე ქამარი ვარდისფერ კაბაზე უგემოვნობის პიკად მიიჩნეოდა. საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში ეს მშვენიერი შეხამებაა. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ატმისფერზე, ვარდისფერზე, რომელიც თითქოს ყვითელში გადადის, დაუმატეთ ამ ფერს სალათისფერი, მწვანე ჩაისფერი და მშვენიერ შედეგს მიიღებთ.




4. დაბურული მწვანე და ყვითელი

იმისათვის, რომ აღიქვათ აღნიშნულ ფერთა შეხამება, წარმოიდგინეთ ყვავილი მინდორში. ვარიანტი უამრავია, მკვეთრი მწვანე და ლიმონისფერი, პიტნისფერი და კაშკაშა ყვითელი. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი და პირობას გაძლევთ, ასეთ ინტერიერში არასდროს მოიწყენთ.









5. თეთრი და ქვიშისფერი



ქვიშისფერი ძალიან უპრეტენზიო და ღირსეული ფერია. ეფექტურად გამოიყურება ტანდემში თეთრთან. ზღვის სანაპიროზე თბილი წარმოსახვა ვფიქრობთ, არ არსებობს - მოოქროსფრო ქვიშა და თეთრი იალქნებია გარდა იმის, რომ ძალიან ლამაზია რომანტიზმითაც არის გაჟღენთილი. დაუმატეთ ამას რამდენიმე ნაძვისფერი დეტალი და თქვენი ინტერიერი ნამდვილად შეუდარებელი იქნება.




6. მწვანე და ბორდოსფერი



თუ გამოსაფხიზლებლდ საყვარელი წითელი გჭირდებათ, რატომაც არა. სცადეთ თამამად და შეუხამეთ მას მწვანე, ამ შემთხვევაში მთავარი საიდუმლო სწორი ტონების შეხამებაა.



7. ცისფერი და წითელი



ახალი, წრფელი, დინამიური შეხამება - წითელი და ცისფერი, რა თქმა უნდა, მათი ელფერები. ეფექტი მართლაც შთამბეჭდავია. ხასიათზე კი მართლაც საუცხოოდ მოქმედებს.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები