შეცდომები ინტერიერში და როგორ შევქმნათ სახლში სიმყუდროვე

ბევრი ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შექმნას სახლში კომფორტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტი შეზღუდული აქვს. რატომღაც საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ კოლოსალური დანახარჯების გარეშე კომფორტულ და მყუდრო ინტერიერზე ფიქრი არც კი ღირს. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თანხას არ იშურებენ, მაგრამ შედეგი მაინც არ დგება. საბედნიეროდ, არსებობს უნივერსალური ხრიკები, რომელთა გათვალისწინებითაც ნებისმიერი საცხოვრებელი სახლის ინტერიერის მყუდროდ ქცევაა შესაძლებელი.
შემოგთავაზებთ დიზაინერების რჩევებს, თუ როგორ შეიძლება აქციოთ სახლი მაქსიმალურად კომფორტულად და მოხერხებულად მინიმალური დანახარჯებით.

სადენები

დაგვერწმუნეთ, საკმარისია ეს ახლართული სადენები თვალს მიეფაროს,
ანუ კარგად დამალოთ, რომ ინტერიერი მაშინვე გადასხვაფერდება. ამასთან, არსებობს სადენების დამალვის ძალიან ბევრი მეთოდი. დაიწყეთ ყველაზე მარტივით: განაცალკევეთ ერთმანეთში გადახლართული სადენები და დამჭერით დააფიქსირეთ ავეჯის უკან, რომ არ გამოჩნდეს. არც უსაფრთხოების წესები დაივიწყოთ.

ძველი წიგნები

ერთ-ერთი საკმაოდ დიდი შეცდომა დიზაინში აბსოლუტურად ყველა წიგნის თვალსაჩინო ადგილას მოთავსებაა. დიზაინერები გვირჩევენ, მოვაშოროთ თაროებიდან ყველა რბილყდიანი წიგნი. ასევე გირჩევენ ბიბლიოთეკაში ჩააბაროთ ყველა ის წიგნი, რომელსაც, ზუსტად იცით, რომ არ წაიკითხავთ. იმისთვის, რომ წიგნის თარო ლამაზად გამოოყურებოდეს, განათავსეთ ისინი ხალვათად და დეკორის ელემენტებიც გამოიყენეთ. ეცადეთ, თაროს მხოლოდ 80 % შეავსოთ, დანარჩენი ადგილი ცარიელი დატოვოთ.

არეულობა თაროებზე

ღია თაროებს ბევრი ადამიანი ნივთების შესანახად იყენებს, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. მაგალითად კოსმეტიკა, სანელებლები ან ფეხსაცმელი. თუმცა ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია არ გადატვირთოთ სივრცე უსარგებლო ნივთებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადგილი უბრალოდ არეულ ადგილს დაემსგავსება. მიეცით თაროებს და შესანახ ადგილებს სუნთქვის საშუალება, საამისოდ კი საჭიროა, რომ ის ზედმეტად არ გადატვირთოთ ნივთებით.

ბალიშები

დეკორატიულ ბალიშებს მართლაც შეუძლია ინტერიერის გალამაზება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის რამდენიმე წყვილი იქნება.
დიზაინერების აზრით, იდეალური ვარიანტია დივნის თითო ბოლოში 2-3 ბალიში, რაც აბსოლუტურად საკმარისია.

მასიური ფარდები

დიზაინერების მთავარი პროტოკოლის მიხედვით ფანჯარაზე ორ ფარდაზე მეტი არ უნდა იყოს. ღია ფერის წული და გვერდებზე მასიური ფარდა აბსოლუტურად საკმარისია. მესამე ელემენტი კი, ფარდის ზედა ნაწილი,  საერთოდ არ არის საჭირო. გარდა იმისა, რომ ეს ხელს შეუშლის სინათლის შემოსვლას ოთახში, ის არც ვიზუალურად გამოიყურება ლამაზად.

მუქი ფერები ინტერიერში

ღია და პასტელის ფერები ყოველთვის უფრო სუფთად და ლამაზად გამოიყურება, ვიდრე მუქი ფერები. ამიტომ, ნებისმიერი ოთახი, რომელიც გადატვირთულია მუქი ფერის ნივთებით და ინტერიერიც მუქ ფერებში გადატვირთულად გამოიყურება. არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

პირველ რიგში შეგიძლიათ შეათეთროთ ჭერი, ეცადეთ შემოვიდეს ოთახში მაქსიმალურად ბევრი სინათლე. შეგიძლიათ რესტავრირება გაუკეთოთ ძველ ავეჯს, გადაღებოთ ისინი, უბრალოდ გადააადგილოთ ნივთები.

კომენტარის დამატება