სავარძელი-ჰამაკი, სარკე, შპალერი - 9 ნივთი, რომელიც თქვენს ბინას გადაასხვაფერებს

დაგღალათ ზამთარმა და პანდემიამ? შეცვალეთ სახლის დეკორი და ხასიათიც გამოგიკეთდებათ.
სულ მალე გაზაფხულია. დღემ მოიმატა, მზეც უფრი ჭარბად ანათებს, იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო ენერგიულები და ხალისიანები გავხდეთ გთავაზობთ სახლის გადასხვაფერებას, რაც თავისთავად ახალ ემოციებს შეგმატებთ და უფრო გამოგაცოცხლებთ.

1. დეკორატიული ბალიშები

მკვეთრად გამოხატული ორნამენტებიანი ფერადი ბალიშები აიუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას და ხალისით აღგავსებთ.

2. სავარძელი-ჰამაკი

ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ, კუთხეა, რომელსაც ამ ძალიან მოსახერხებელ სავარძელს გამოუყოფთ და თავისუფალ დროს წიგნით, სმარტფონითა თუ ტელეფონით მოკალათებული ნამდვილად მოახერხებთ დასვენებას.

3. ფლიზელინის ფოტოშპალერი

ინტერიერის განახლება შეგიძლიათ დაიწყოთ კედლებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ შპალერი ისედაც გამოსაცვლელია. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი ოთახის ერთ-ერთ კედელზე აქცენტის გაკეთებაა. ახლა ძალიან პოპულარულია ფოტოშპალერი, ბაზარზე ძალიან დიდი არჩევანია და თქვენთვის სასურველის შერჩევას ნამდვილად მოახერხებთ.

4. კედლის დეკორი

საძინებლის ინტერიერის გამოცოცხლება 15 წუთშია შესაძლებელი მსგავსი ლამაზი ყვავილებით.

5. სარკე

ყველამ კარგად ვიცით, რომ სარკე ირეკლავს მზის სხივებს და ოთახს უფრო ნათელს ხდის. ის ყოველთვის დროულია და ნებისმიერ ინტერიერს უხდებ და ახალისებს.

6. პოსტერების ნაკრები

შეგიძლიათ შეარჩიოთ მსგავსი ტიპის პოსტერების ნაკრები და თამამად განათავსოთ თქვენი საწოლის თავზე. გარწმუნებთ, თქვენ საძინებელს ეს გადაწყვეტილება ძალიან მოუხდება.

7. მინი-კაშპო

მინი-კაშპო ნიჟარებში იმით არის გამორჩეული, რომ აქვს მაგნიტი და უპრობლემოდ მაგრდება მეტალის ნებისმიერ ზედაპირზე. ყველაზე კარგად მაცივარზე განთავსდება და ძალიან ლამაზად გამოიყურება.

8. დეკორატიული თარო ხელოვნური ყვავილებით

მსგავსი ტიპის თაროს დაკიდება ნებისმიერ სივრცეში არის შესაძლებელი და გარწმუნებთ, რომ ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს.

9. აკვაფერმა  

ეს გახლავთ მთელი ეკოსისტემა, რომელიც აღჭურვილია განათებით, მასში შესაძლებელია როგორც ყვავილების გახარება ისე თევზების მოთავსება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები