როგორ ვაქციოთ საძინებელი უფრო კომფორტულად და მყუდროდ ისე, რომ თავი ავარიდოთ ბევრ შეცდომას

მოდით ვნახოთ, როგორ ვაქციოთ ჩვენი საძინებელი უფრო კომფორტულად და მყუდროდ ისე, რომ თავი ავარიდოთ ბევრ შეცდომას. მაგალითად, ასეთი ტიპის შეცდომებს:

1. ტუალეტის მაგიდა ყველა კუთხეში

საძინებელში განთავსებული ტუალეტის მაგიდა, როგორც წესი, მხოლოდ დეკორატიული გადაწვყეტლებაა და არა კომფორტის ზონა.
დაიმახსოვრეთ, რომ მაკიაჟის გასაკეთებლად და თავის მოსავლელად აუცილებელია სპეციალური განათება. ამიტომ ეცადეთ, რომ მსგავსი ზონა ფანჯარასთან ახლოს, თუნდაც ფანჯრის ფართო რაფაზე მოიწყოთ, სადაც დღის განათებაც იქნება.

2. კრემისფერი

რატომღაც ამ ფერს საძინებლის საბაზისო ფერად მიიჩნევენ, თუმცა აქცენტების გარეშე ეს ფერი საკმაოდ უღიმღამო
და მოსაწყენია.

3. დიდი კარადა საწოლთან

ყველაზე გამაღიზიანებელი შეცდომა ლოჯისტიკაში საწოლსა და კარადას შორის არსებული მცირე მანძილია, მით უმეტეს, თუ კარადის კარის წესიერად გაღებაც ვერ ხერხდება სივიწროვის გამო. ამ დროს უმჯობესაი გასაწევი კარი, თავად კარადა კი საწოლიდან 60 სმ-ის მოშორებით მაინც უნდა განთავსდეს.

4. ძალიან დიდი საწოლი
ერთი შეხედვით რაც დიდია საწოლი, მით უკეთესად დაიძინებთ, თუმცა ასე როდია. ეცადეთ, საწოლი შეარჩიოთ სტანდარტული ზომის, რათა მატრასის ყიდვის დროს პრობლემა არ შეგექმნათ.

5. დიდი ზომის ხალიჩა
ფუმფულა ხალიჩა ერთი შეხედვით კომფორტულად და ლამაზად გამოიყურება, თუმცა მოსავლელად ძალიან რთულია და ძალიან ბევრ მტვერს აგროვებს.
უმჯობესია ხალიჩაზე ან საერთოდ თქვათ უარი, ას ისეთი შეარჩიოთ, რომელიც ადვილად გაირეცხება და ნაკლებ მტვერს დააგროვებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები