ყველაზე გამართლებული და ეფექტური ფერები მისაღები ოთახისთვის - 5 გავრცელებული ვარიანტი

რომელი ფერი შევარჩიოთ მისაღები ოთახისთვის? ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო კითხვაა. შემოგთავზებთ ხუთ ისეთ ფერს, რომელიც ყოველთვის ეფექტური და მომგებიანი იქნება.
მაინც, როგორი ფერები სჯობს, ნეიტრალური თუ მკვეთრი, ხალისიანი? არსებობს კი ისეთი ფერი, რომელიც ორივე ვარიანტის მოყვარულს დააკმაყოფილებს?

შავი და თეთრი - კლასიკა



ეს მუქი და ღია ფერები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. თეთრი კედლები, ანუ მაქსიმალური სინათლე და მშვენიერი ფონი ნებისმიერი ტიპის ავეჯისა და დეკორისათვის. მუქი იატაკი და შავი დეტალები კი ინტერიერს ძალიან ეფექტურს და დახვეწილს გახდის. ეს იდეა ძველმოდურად არ
მოგეჩვენოთ, ეს კლასიკაა და გვერწმუნეთ, აქტუალობას არასდროს კარგავს.


ცისფერი და მწვანე - ნაზი, პასტელის ფერები




წარმოიდგინეთ ზღვა და ქვიშა, ამ ორი ფერის შეხამება. ეს ხომ ბუნებრივი ჰარმონიაა. ზღვისა და ცისფერი შერწყმული ქვიშის ფერთან.

ნაცრისფერი მკვეთრი აქცენტებით



მთელი ინტერიერი ნეიტრალურ ფერებში მართლაც მოსაწყენი იქნება, თუმცა მკვეთრ აქცენტებით ინტერიერის გამდიდრება წაუგებელი ვარიანტია და ძალიან ეფექტური.

ცისფერი და ყავისფერი - კეთილშობილება და კიდევ ერთხელ კეთილშობილება




ამ ფერთა შეხამება თითქოს არისტოკრატული გამოძახილია. შოკოლადისფერის და ყავისფერის თბილი ტონები მართლაც ათბობს და აკეთილშობილებს ერთი შეხედვით ცივ ცისფერს. თუ გეშინიათ, რომ ინტერიერი მუქი გამოგივათ, არაფერი გიშლით ხელს შეარბილოთ ღია ფერებით, კრემისფერი და ღია ცისფერი ძალიან კარგი ვარიანტია.

მაქსიმალური ნეიტრალიტეტი - კრემისფერის ტონალობები


კრემისფერი მსოფლიოს მიერ კლასიკად არის აღიარებული და ამიტომაც ამ ფერის ინტერიერი ყოველთვის პოპულარული და დახვეწილი იქნება. შეგიძლიათ გადაახალისოთ სხვადასხვა აქცენტით, განათებით.

ეს კი სქემაა, რომელიც დაგეხმარებათ მონათესავე ფერების შეხამებაში და ფერთა შორის ბალანსის დაცვაში.

კომენტარის დამატება