"პატარა ოთახში ყველაზე დიდი შეცდომა ფარდის დაკიდებაა" - როგორ ვაქციოთ შეზღუდული სივრცე დახვეწილ ინტერიერად


 ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ შეზღუდულ სივრცეში დახვეწილი ინტერიერის მოწყობა რეალურია და გარკვეული ხრიკების გამოყენებით ციცქნა ბინაც შესაძლოა აქციოთ ყველაზე მოხერხებულ და კომფორტულ ადგილად.

დამალული სამზარეულო


სამზარეულო გარნიტური სახლში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს და ერთი ოთახი თუ არ აქვს გამოყოფილი, თავს იჩენს ლოგიკური შეკითხვა, როგორ განთავსდეს სამზარეულო გარნიტური ისე, რომ არც ისედაც შეზღუდული სივრცე გადატვირთოს და თავისი ფუნქციაც სრულფასოვნად შეასრულოს. ასეთ შემთხვევაში ოპტიმალური ვარიანტი მისი შენიღბვაა. ის ისე უნდა დამონტაჟდეს და განთავსდეს, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს. რაც შეეხება ფასადის ფერს, ის
კედლის ფერის იდენტური უნდა იყოს. ასე სამზარეულო სივრცეში გაიფანტება და აღარ იქნება თვალშისაცემი.

ბევრი სარკე


წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც სარკე მხოლოდ მისი პირდაპირი დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა ხოლმე. მოვიდა დრო, ამ ნივთს სხვა დატვირთვაც მივანიჭოთ, ის ხომ სივრცის გადიდების შესანიშნავი საშუალებაა. საუკეთესო ეფექტისთვის გირჩევთ სარკეების ფანჯრის მოპირდაპირედ განთავსება, რათა მან აირეკოს სინათლე და ბინა კიდევ უფრო ნათელი და დიდი გამოჩნდეს.

ავეჯი ჭერამდე


შესანახი სისტემა ზედმეტი არასდროს არის, მით უმეტეს მცირე გაბარიტებში, კარადები, სტელაჟები შესანიშნავ გადაწყვეტილებაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კარად ან სტელაჟი უმჯობესია ჭერამდე იყოს, ასე ადგილის პრობლემასაც მოაგვარებთ და ჭერიც ვიზუალურად უფრო მაღალი გამოჩნდება.

ადგილი საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის


საყოფაცხოვრებო ინვენტარი და ქიმია ის არის, რომლის გარეშე ვერც ერთი დიასახლისი იარსებებს. ეცადეთ ამ ნივთებს გამოუყოთ თავისი, თუნდაც სულ პატარა კუთხე და ბევრად განტვირთავთ სივრცეს, თქვენთვისაც მოსახერხებელ იქნება და ადგილსა დაზოგავთ. რაც შეეხება საუთოო მაგიდას, გირჩევთ ჩაშენებული იყიდოთ, ეს ძალიან პრაქტიკულია.

რთნაირი იატაკი მთელ სახლში


ერთიანი იატაკი მთელ სახლში თავიდან აგარიდებთ სივრცის ზონებად დაყოფას, რაც შეზღუდულ სივრცეს ვიზუალურად უფრო ფართოს და ერთიანს წარმოაჩენს.

მაღალი კარი

დიდი ალბათობით, მაღალი კარების დამზადება შეკვეთით მოგიწევთ, რადგან ძირითადად ის სტანდარტული ზომის არის, თუმცა წვალებად ღირს, რადგან შედეგით კმაყოფილი დარჩებით და თქვენი ჭერი და შესაბამისად, სივრცე ბევრად მაღალი გამოჩნდება. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მომენტი რემონტის დაწყებისთანავე უნდა განიხილოთ ხელოსნებთან და უნდა დაგეგმოთ, რადგან არც ისე მარტივი განსახორციელებელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

ავეჯი ფეხებზე


ბევრ დიასახლისს არ მოსწონს მსგავსი ტიპის ავეჯი თუნდაც იმიტომ, რომ დალაგების დროს ზედმეტი საქმე არ გამოიჩინოს, თუმცა, გვერწმუნეთ, მსგავსი გადაწყვეტილება ყველაზე გამართლებულია მცირეგაბარიტიანი სახლის მოწყობის დროს.

ღია ფანჯრები


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა მცირეგაბარიტიანი სახლის მოწყობის დროს ფანჯარაზე ფარდების ჩამოფარებაა.
ფანჯარა ხომ სინათლის მთავარი წყაროა, რაც უფრო ნათელი იქნება ბინა, მით დიდი გამოჩნდება სივრცე. უპირატესობა მიანიჭეთ ფანჯარაზე მსუბუქ, გამჭვირვალე და მოკლე ფარდებს ან ჟალუზებს.

ფერთა საერთო გამა


არ ღირს ერთ პატარ ბინაში მრავალი ფერის გამოყენება. ერთიანი ფერთა გამა ბევრად დახვეწილი და კომფორტულია. გახალისება კი აქცენტებით არის შესაძლებელი.

მოწყობილობები ორი 1-ში

ეს არა მხოლოდ ტრენდულია, არამედ ძალიან პრაქტიკული ადგილის დაზოგვის მხრივ, მაგალითად, ბევრად მოსახერხებელია ღუმელი, რომელიც მიკროტალღურის ფუნქციასაც შეგისრულებთ. რა თქმა უნდა, ასე ადგილს დაზოგავთ, რაც თქვენი მთავარი პრიორიტეტია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები