ზოი სალდანას სამზარეულოს კაშკაშა ფუფუნება - 2024 წლის სამი მოდური ტენდენცია


ცნობილი ფილემების " ავატარი"-სა და "კოლომბიანა",-ს ვარსკვლავმა ზოი სალდანამ საკუთარი სამზარეულო სააშაკარაოზე გამოიტანა. ინტერიერში 3 მთავარი ტრენდი იკვეთება.
მსახიობი თამამად უკეთებს დემონსტრირებას ლუქს დიზაინს, არ ერიდება რა საკუთარი სტატუსისა და შესაძლებლობების აფიშირებას. მისი სამზარეულო გაჯერებულია ძვირფასი ტექნიკითა და ჭურჭლით, ასევე სხვადასხვა დეტალებითა და აქსესუარებით. სხვათა შორის, მისი სტილის გამეორებას მსოფლიოს  ბევრი წამყვანი დეკორატორი ცდილობს.


არცთუ მოსაწყენი ნაცრისფერი


ნაცრისფერი და თეთრი ერთ-ერთი ყველზე მოთხოვნადი ფერების კომბინაციაა სამზარეულოს ინტერიერში, თუმცა ზოი სალდანამ უპირატესობა სხვა ფერებს მიანიჭა, კერძოდ, მან არჩევანი რთულ ზეთისხილისფერ-ნაცრისფერს მიანიჭა,
კომპანიონ ფერად კი რძისფერი შეარჩია. სამივე ჩამქრალი ფერია, თუმცა მათი ერთობლიობა სივრცეს სიღრმესა და სიკაშკაშეს მატებს. 2024 წლის მთავარ ფერებად სწორედ ზეთისხილისფერი და სალბისფერი მიიჩნევა.

სპილენძის ფურნიტურა



უჟანგავი ფოლადი ვერცხლისფერის დიდ მოყვარულებასც კი მობეზრდათ. იგი წარმატებით ჩაანაცვლა სპილენძმა, რომელიც მსახიობის სამზარეულოშიც უხვად გამოიყენება. გამწოვი, კარადის სახელურები, რეილინგები, კარების სახლურები, საოჯახო ტექნიკა, შემრევი - თბილ სპილენძისფერს ყველგან იპოვნოთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, როგორ ტანაცხივრობენ ერთმანეთთან ძველი ვინტაჟი და თანამედროვე დიზაინი.

მარმარილოს წინსაფარი


 სამზარეულოს ავეჯის მშვიდმა პალიტრამ დიზაინერებს რისკზე წასვლის საშუალება მისცა და მათ წინსაფრად მარმარილო აირჩიეს, რომელიც ორგანულად არის გადაჯაჭვული მიწისფერ, ოქროსფერ და თუნდაც ალუბლისფერ პალიტრებთან. შედეგად მიიღეს ტრადიციული და ამავდრულად ულტრა გლამურული დიზაინის განსაცვიფრებელი კომბინაცია.
სამზარეულოს მოპირკეთება ნატურალური ქვით სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ამის მაგალითებსაც შემოგთავაზებთ. 



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები