ძველი ტენდენციები, რომლებიც 2024 წელსაც აქტუალური იქნება


მართალია, ყოველ წელს რემონტს არავინ აკეთებს, თუმცა ახალ-ახალი ტრენდებით ინტერიერის გადახალისება აქტუალობას არასდროს კარგავს. ახალი ტენდენციების პროგნოზირება დაგვეხმარება იმაში, რომ ძველი და ახალი ტრენდები ჰარმონიულად შევუხამოთ ერთმანეთს და შევქმნათ თანამედროვე სივრცე.

აქტუალურ ტენდენციებს შორის ლიდერობს თბილი, ნეიტრალური ფერები, რომელმაც წარმატებულად ჩაანაცვლა მკაცრი თეთრი ფერი. მაგალითად, ღია ცისფერი თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერიერის მთავარ ფერად.


აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ყველაზე აქტუალურ ფერად სწორად ცისფერი დასახელდა.
ჰიპერმინიმალიზმის საპასუხოდ დიზაინერები გვთავაზობენ მეტ ფაქტურას, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ისეთი ელემენტებია, როგორიც არის მაგალითად, სამზარეულოს
კუნძული, ტუმბო აბაზანაში ან ავეჯი მისაღებში. მინიმალიზმის მოყვარულებს გვინდა ვუთხრათ, რომ მსგავსი დეტალები თქვენს სივრცეს ვიზუალურ ინტერესსა და განსაკუთრებულ ხიბლს მიანიჭებს.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ყველაზე თანამედროვე სტილშიც კი მოიძებნება ისეთი დეტალები, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის და სივრცეს გარკვეულ სიძველის ეფექტს სძენს. ეს ეხება სტილსაც. აქტუალური იქნება ისეთი ელემენტები, როგორც არის. მაგალითად თაღი, აგურის კედელი, პრიალა ზედაპირი და ა.შ.
უფრო და უფრო შემოდის მოდაში ხელნაკეთი , ინდივიდუალურ შეკვეთებით დამზადებული ნივთები.


სამზარეულოში ძალიან კარგი იქნება სპეციალური სათავსო ტექნიკისთვის, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თავიდან აიცილოთ ვიზუალური ქაოსი და ყველა საჭირო ნივთი თვალს მოაფაროთ.

ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ისევ ტრენდულია პარკეტი ან მისი ეფექტის მქონე იატაკის საფარი, იქნება ეს კერამიკული ფილა, ხე თუ ლამინატი. ეს ეხება როგორც ოთახებს, ისე აბაზანასა თუ სამზარეულოს და მას თანამედროვე და დახვეწილს იერს შესძენს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები