რემონტის შემდეგ ამ სახლისგან მხოლოდ 2 კედელი დარჩა, მაგრამ საოცარი ინტერიერი მოეწყო


ახალდაქორწინებულ წყვილს სახლის გასაღებზე მეტად ვერაფერი გაახარებს, თან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, მაგრამ იმასაც გააჩნია, როგორი იქნება სახლი. სან პაულოში ერთ-ერთ წყვილს საჩუქრად ნახევრად დანგრეული (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) სახლი ერგო. გრძელი და საოცრად ვიწყო გახლდათ. ახალგაზრდა წყვილისთვის ეს ამბავი საწყენი სულაც არ ყოფილა, მათ კარდინალურ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას მიმართეს და შედეგიც გასაოცარი მიიღეს.


წყვილმა დახმარებისთვის ადგილობრივ არქიტექტურულ ფირმას მიმართა. აღმოჩნდა, რომ იქ ნამდვილი პროფესიონალები მუშაობდნენ, რომლებიც ნამდვილად არ შეშინებიან ამ საკმაოდ სერიოზულ გამოწვევას და საოცარი ნამუშევარიც გამოუვიდათ. შენობის არასტანდარტული
გეომეტრია და გარემო ფაქტორები დიდ ფანტაზიას მოითხოვდა. საქმე კიდევ უფრო ართულებდა პატარა ფანჯრები, რომელიც აშკარად არ იყო საკმარისის ვიწრო სახლის გასანათებლად, და დაბალი ჭერი. აშკარა იყო, რომ ობიექტი დემონტაჟს საჭიროებდა. ხელშეუხებელი მხოლოდ გვერდითა კედლები დატოვეს, რომელიც მეზობელ შენობებს ებჯინებოდა. ეს კედლები საკმაოდ მყარი იყო და ადვილად გაუძლებდა ახალ გამოწვევებს.




საბოლოოდ, სპეციალისტების ძალისხმევით, სამსართულიანი სახლის აშენება მოხერხდა. სახლი საკმაოდ ნათელი და კომფორტული გამოვიდა. სამზარეულო-სასადილო სახლის შესასვლელშივე არის განთავსებული მინის კედლის მიღმა, შესაბამისად საკმაოდ ნათელი. გამომდინარე იქიდან, რომ სახლში არ არის ტიხრები და ერთიანი სივრცეა, ყრუ კედლების მიხედავად, სახლი ბნელი არ არის.




ორი საძინებელი და ორი აბაზანა მეორე სართულზეა განთავსებული. ერთ-ერთ საძინებელს აივანი და დიდი ფანჯრები აქვს ხის დარაბებით. ეს ფანჯარა ქუჩაზე გადის, დარაბები კი წყვილის კონფიდენციალურობისთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, ხის დარაბები კარგად იცავს შიდა სივრცეს მზის სხივებისგან და სიცხისგან. მეორე საძინებელს კი ისევე, როგორც აბაზანას, ლუქი-ჭერი აქვს, რაც მას რომანტიკულ ელფერს სძენს.



რაც შეეხება ინტერიერს, პრიორიტეტული თეთრი ფერია. ავეჯი ძალიან მოკრძალებული და სადაა, რათა არ გადატვირთოს ისედაც ვიწრო სივრცე.
სახურავი მრავალფუნქციურია, იქ კიბე ადის. სახურავზე ხის ტერასა, სოლარიუმი, მწვანე გაზონი და პატარა სამრეცხაოა.

კომენტარის დამატება