როგორ მოვაწყოთ კომფორტული სამზარეულო პატარა სივრცეში - ინტერვიუ Black Red White-ს წარმომადგენელთან



ბინის თანამედროვე დიზაინში სამზარეულოსა და მისაღები ოთახები უმეტესად საერთო სივრცეში მოიაზრება. ერთი მხრივ, ეს უძრავი ქონების შეძენისას ხარჯების დაზოგვის და მეორე მხრივ, სივრცის უფრო გონივრულად ათვისების შესაძლებლობაა.
ამგვარად დაგეგმარებულ ბინაში კომფორტის შესაქმნელად სამზარეულოს თითოეული კუთხის ფუნქციურად ათვისება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მასალების მწარმოებელი კომპანიები თანამედროვე დიზაინის აღნიშნულ სპეციფიკას უკვე წლებია ითვალისწინებენ და შესაბამის ნიმუშებს ქმნიან. მომხმარებელს კი შესაძლებლობა აქვს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პირდაპირ კატალოგებიდან შეარჩიოს თავისი ფართობისა და გემოვნების შესაბამისი დიზაინი.
რა ხდის პატარა ზომის სამზარეულოს ფუნქციურსა და კომფორტულს? - აღნიშნულ საკითხზე
სასაუბროდ ავეჯისა და მასალების ჰაბის ICR HOME-ის წარმომადგენელს გვანცა კაპატაძეს მივმართეთ.


- წამყვანი ევროპული ბრენდი Black Red White საქართველოში 2023 წლის ივნისში შემოვიდა და შოურუმით წარმოდგენილია ავეჯის ჰაბში ICR HOME. ბრენდის სამზარეულოები ცნობილია თანამედროვე და კლასიკური დიზაინითა და გამძლეობით. ამასთან, პროდუქციის მრავალფეროვნება მომხმარებელს არჩევანის მარტივად გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

- რა მნიშვნელოვან დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება სამზარეულოს შერჩევისას? რატომ არის ევროპული წარმოების პროდუქცია უკეთესი და არის თუ არა ის ხარისხის გარანტი?
- ევროპული წარმოება თავისთავად მოიაზრებს მაღალ ხარისხს. სამზარეულოს შერჩევისას მომხმარებელმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ქარხნულ წარმოებას, რადგან ამ შემთხვევაში მას გარანტირებული აქვს ხარისხიანი პროდუქტის დათქმულ ვადებში მიღება. სამზარეულო, უპირველეს ყოვლისა უნდა მოერგოს მომხმარებლის ცხოვრების წესს და მის მოთხოვნებს. ასევე, მისი ვიზუალი პასუხობდეს ბინის/სახლის საერთო დიზაინს.

- სამზარეულოს შერჩევისას ძირითადად, როგორ დიზაინსა და მასალებს ანიჭებს საქართველოში მომხმარებელი უპირატესობას და როგორ პასუხობთ თქვენ მის მოთხოვნებს?
- საქართველოში თითქმის თანაბრად არის აქტუალური როგორც თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინი, ასევე სამზარეულო მსუბუქი კლასიკური ელემენტებით. რაც შეეხება მასალას, აქტუალურია შეღებილი mdf და შეღებილი ხე. BRW-ის ქარხანა ერგება ყველანაირი გემოვნების მომხმარებლის მოთხოვნებს, როგორც სტილის, ასევე მასალების მრავალფეროვნებით.

- როგორ მოვაწყოთ ფუნქციური და კომფორტული სამზარეულო პატარა სივრცეში?
- ფუნქციურად გამართული სამზარეულოს დასაგეგმარებლად, არსებობს რამდენიმე „ოქროს წესი“, რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ მომხმარებლებთან, რომლებიც კომფორტს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. კერძოდ: ნიჟარა და გაზის/ელექტრო ზედაპირი უნდა იყოს ერთმანეთთან ახლოს, მაგრამ მინიმუმ 60 სანტიმეტრიანი დაშორებით; ღუმელი უმჯობესია განთავსდეს მაღალ კარადაში; ნიჟარის, გაზის/ელექტრო ზედაპირის და მაცივრის განლაგება უნდა ქმნიდეს სივრცეში „სამკუთხედს“. ასევე გასათვალისწინებელია თავისუფალი სამუშაო ზედაპირის დატოვება და ნებისმიერი ზომის სამზარეულოში აუცილებელია განთავსდეს მინიმუმ 1 უჯრებიანი კარადა.
პატარა სამზარეულოს მოწყობისას სივრცის აღქმა რომ გაიზარდოს, უმჯობესია, ნეიტრალური ტონალობები გამოვიყენოთ. ამასთან, წესრიგის განცდის შესაქმნელად რეკომენდებულია ტექნიკის ნაწილის კარადებში მოქცევა. გასათვალისწინებელია, რომ BRW-ის ქარხანა ამზადებს ყველანაირი ჩასაშენებელი ტექნიკის შესაბამის კარადებს სამზარეულოსთვის, ასევე სურვილისამებრ, შესაძლებელია ცალკე მდგომი ტექნიკის განთავსებაც.

- ევროპის ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს პატარა ბინებში, რომლებიც საკმაოდ ფუნქციურადაა დაგეგმარებული. საინტერესოა ახალი ევროპული ბრენდი, რომელიც ICR HOME-ს შეემატა, ითვალისწინებს თუ არა აღნიშნულ კონცეფციას და არის თუ არა ეს მისი უპირატესობა?
- ბრენდის ერთ-ერთი ხაზი - Senso, ითვალისწინებს კარადების სტანდარტული ზომების ცვლილებას მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით, როგორც გაზრდას, ასევე დაპატარავებას, რაც პატარა სივრცის სრულად ათვისებაში გვეხმარება.

- დაბოლოს, ICR HOME-ის შეთავაზებები გვაძლევს თუ არა საშუალებას, მოქნილი ბიუჯეტით მოვაწყოთ სასურველი დიზაინის ფუნქციური და კომფორტული სამზარეულო?
- ICR HOME-ის პორტფოლიოში კიდევ ერთი ახალი ბრენდის დამატების და Black Red White-ის შოურუმის გახსნის მიზანი სწორედ ეს იყო, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ევროპული სამზარეულოები ნებისმიერ საფასო კატეგორიაში, ქართული ბაზრისათვის კონკურენტულ ფასად. შოურუმში ნებისმიერ მომხმარებელს აქვს საშუალება შეარჩიოს და შეუკვეთოს სასურველი დიზაინის სამზარეულო, როგორც დაბალ, ასევე საშუალო და მაღალ კატეგორიაში.

სამზარეულოსთან ერთად, მეტი კომფორტისათვის, მომხმარებელს სახლის სრულად მოწყობის სერვისს ვთავაზობთ, რაც გულისხმობს ავეჯის შერჩევისა და შეკვეთის, თუ ადგილზე შეძენის პროცესში პერსონალური ასისტენტის და დიზაინერების დახმარებას ICR HOME-ში შემავალი ყველა ბრენდის ავეჯის, მომხმარებლის ინტერიერის, სურვილების და მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულ სერვისში კომფორტთან ერთად, მომხმარებლისათვის უმნიშვნელოვანესია დროის და ფინანსური რესურსის დაზოგვა, რაც ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს.

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები