სხვენი მხოლოდ ძველმანების შესანახი ადგილი როდია - კარგი იდეები

თანამედროვე აგარაკზე თუ კერძო სახლში არის ადგილი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ლამაზი, ელეგანტური და მყუდრო. დღესდღეობით, ძველი ნივთების სახლიდან მოშორება და მათი სადღაც შენახვა საჭირო აღარ არის. რაც უფრო მყუდროა ინტერიერი, მით უფრო სასიამოვნოა მასში ცხოვრება. ეს ასევე ეხება ოთახს, რომლისთვისაც, როგორც წესი, იდეები აღარ რჩება ხოლმე, და რომელიც, ძველმანების შესანახად მოიაზრება ხოლმე. ეს გახლავთ სხვენი, თუმცა სწორედ სახურავის ქვეშ არსებული სივრცე შეიძლება გახდეს შესანიშნავი ადგილი, სადაც სასიამოვნო იქნება დროის გატარება.

სახურავის ქვეშ საცხოვრებელი სივრცის მოწყობის მრავალი განსხვავებული მიდგომა შეგიძლიათ
იპოვოთ. საბოლოო ვერსია კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რისთვის იქნება გამოყენებული.

მიუხედავად იმ მოსზრებისა, რომ ხალიჩები თითქოს წარსულს ჩაბარდა ის ნებისმიერ ოთახს სიმყუდროვეს მატებს და ასევე სითბოს და თბოიზოლაციის დამატებითი წყაროა. იმის გამო, რომ სხვენი, ანუ ოთახი, რომელიც საცხოვრებელი უნდა გახდეს, სახურავთან ახლოსაა, მისი გათბობა უფრო რთულია და ამის გაკეთება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ამიტომ, თბილ და ფუმფულა ხალიჩაზე სიარული გაცილებით სასიამოვნო იქნება, განსაკუთრებით - ცივ თვეებში. ხალიჩის წყალობით, ასევე შეგიძლიათ ოთახის ზონირების საკითხის გადაჭრა, განსაკუთრებით, თუ სივრცე დიდია და მასში კედლები ან ტიხრები არ არის. თუ ხალიჩას დააგებთ, რომელიც მთელ იატაკს არ ფარავს, მაშინ შეგიძლიათ ავეჯი ღია ადგილებში განათავსოთ, მაგალითად, პატარა დივანი ან სავარძელი, ასევე იატაკის ლარნაკები ან ყვავილების ქოთნები და წიგნების თაროები. ოთახის მთელი ცენტრი და თავისუფალი სივრცე კონცენტრირებული იქნება იქ, სადაც ხალიჩაა გაფენილი, ხოლო კუთხეებში და კედელთან ახლოს არსებული ნივთები მოძრაობას ხელს არ შეუშლის.

დიდი ზომის და რბილი ავეჯი ოთახს უფრო კომფორტულს გახდის. გაცილებით სასიამოვნოა ფართო დივანზე დასვენება. ავეჯის განთავსებით სხვენი აუცილებლად გახდება დასვენების სივრცე. ეს შეიძლება იყოს კუთხის დივანი და მის გარდა დიდი პუფებიც კი.
დივნის გარდა, ასევე უნდა იზრუნოთ ისეთ დეტალებზე, როგორიცაა ტექსტილი - ბალიშები, საბნები და საწოლის გადასაფარებლები. მათი წყალობით, ინტერიერი უფრო სრულყოფილი გახდება. შეგიძლიათ აირჩიოთ ნათელი ბალიშები ნაქარგი ნიმუშებით ან, პირიქით, კონტრასტული. თუმცა, მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო ღია ფერის არის ავეჯი, მით უფრო დიდად გამოიყურება ოთახი. ამიტომ, ტექსტილი მაინც პასტელის ფერებში უნდა იყოს, თუ ავეჯის ფერში უპირატესობა მუქ ტონებს მიენიჭება.

სახურავის ძელების დამალვა საჭირო არ არის, რადგან ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, როგორც წესი, ხისგან დამზადებულ ოთახს უფრო ბუნებრივს ხდის. განსაკუთრებულ ატმოსფეროს შემატებს და ასევე შეიძლება პრაქტიკულ რამედ იქცეს, მაგალითად, შეგიძლიათ ერთ-ერთ მათგანზე ავტომატური პროექტორის ეკრანი მიამაგროთ და თუ გსურთ, ფილმსაც უყუროთ. 

ხის ჭერის ნაწილი შეგიძლიათ ღია ფერებში შეღებოთ და თავად ძელები ბუნებრივად დატოვოთ. ეს ვიზუალურად გაზრდის სიმაღლეს, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია და ოთახი გაცილებით ფართო და ნათელი გამოჩნდება. ის აუცილებლად თეთრი არ უნდა იყოს, შეგიძლიათ ოდნავ გააზავოთ ვარდისფერით, კრემისფერით ან ლურჯით. ხის ფერის ძელები ოთახს ბუნებრიობას და სიღრმეს შემატებს.

ჭერის ქვეშ ოთახში ფანჯარა დიზაინის მთავარი ელემენტია. როგორც წესი, ზედა ნაწილში ბუნებრივი განათება შეიძლება არ იყოს საკმარისი. ამიტომ, აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი ნივთის ფანჯარასთან ახლოს განთავსება. ეს შეიძლება იყოს საწოლი, სავარძლები ან დივანი და მაგიდა. ყველაფერი, რისი ხაზგასმაც გსურთ ინტერიერში. ეს არის ის ადგილი, რომელიც ოთახში შესვლისას მთელ ყურადღებას მიიპყრობს, მაგრამ ყველა სხვა ადგილი, რომელიც ჩრდილშია, ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ფანჯრების მახლობლად დეკორი ასევე მნიშვნელოვანია, ეს შეიძლება იყოს წიგნების თაროები, ნახატები, პლაკატები, ფოტოჩარჩოები, ასევე დეკორატიული პატარა ფარდები. ის განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებიან ფანჯრის გარშემო, გვერდებზე და ზემოდან კომპოზიციაში, რომელიც ასევე სურათს დაემსგავსება. ასეთ ატმოსფეროში მუშაობა უფრო სასიამოვნო იქნება და კიდევ უკეთესი იქნება საწოლზე დასვენება, მთავარია, რომ ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოს.

კედლების ფერი ძალიან მნიშვნელოვანია და სასურველია, რომ ის იყოს ნათელი, მაგრამ ამავდროულად შერწყმული ღია ჭერთან და ხის ძელებთან. იმის გამო, რომ სხვენს აქვს ძალიან უჩვეულო გეომეტრია, უჩვეულო ფერების სხვადასხვა კომბინაცია მასში ძალიან მომგებიანად გამოიყურება. ასეთი ნათელი აქცენტები კედლებზე შეიძლება გაკეთდეს შპალერის დახმარებით. საინტერესო ტექნიკის წყალობით ყურადღების ფოკუსი მყისიერად გადაინაცვლებს და ჭერის უჩვეულო სიმაღლე ან თავად ოთახის ფორმა აღარ იქნება ისეთი თვალშისაცემი. მთელი ოთახი უფრო დაბალანსებული და ჰარმონიული გახდება. მთავარია, შეარჩიოთ ფერების სწორი კომბინაცია და არ გააფორმოთ მთელი ოთახი ერთ ტონში.

სწორ განათებას შეუძლია სივრცის გაზრდა, გაფართოება და შევიწროება. მისი წყალობით, კედლები შეიძლება უფრო გლუვი ჩანდეს და ოთახის ტონი საერთო ჯამში უფრო თბილი გახდება. ჩვეულებრივ, სხვენში პატარა ფანჯრებია და ზოგჯერ იქ ელექტროენერგია საერთოდ არ არის დამონტაჟებული, ამიტომ ეს ადგილი ხშირად დაუსახლებელი რჩება, მაგრამ მხოლოდ ერთი განათება ამ სივრცისთვის საკმარისი არ არის. აუცილებლად დაგეგმეთ განათების რამდენიმე წყარო, რბილი და თბილი ფერების პოვნა რთული არ არის, შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ გირლიანდები, რომელიც ელემენტებზე მუშაობს. ისინი განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება საწოლის ან დივნის ზემოთ.

კომენტარის დამატება