ქართველი ემიგრანტის 85 მილიონ დოლარად შეფასებული სასახლე

თუ გაინტერესებთ 20-იანი წლების გლამურული ცხოვრება ან როგორ ცხოვრობდა საქართველოდან ემიგრირებული მილიარდერი, ამ სტატიას უნდა გაეცნოთ.

ეს საუცხოო სასახლე ლონგ-აილენდში მდებარეობს.

სახლი 1928 წელს აშენდა 32 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე და გააჩნია აბსოლუტურად ყველა აღჭურვილობა, რასაც ფეშენებელური, თანამედროვე, ძვირად ღირებული და კომფორტული სახლი გულისხმობს.

ეს მამული საქართველოდან ემიგრირებული ტამირ საპირის (თემურ სეფიაშვილის) საკუთრება გახლდათ. ქონება მან ნიუ-იორკის ბირჟაზე დააგროვა. ამერიკაში ახალჩასული ტამირი თავდაპირველად ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მალე საკუთარი ელექტრო-მაღაზია გახსნა. მაღაზია ძირითადად რუს ემგრანტებზე იყო გათვლილი. მოგვიანებით ელექტრო-საქონლით ამარაგებდა ნავთობკომპანიებს.

გამომუშავებულ თანხას უძრავ ქონებაში აბანდებდა და ძალიან მალე მილიარდერი გახდა.

ტამირ საპირი 2014 წელს გარდაიცვალა. სახლის დღევანდელი მფლობელის ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეს მამული მან 2013 წელს 15,9 მილიონ დოლარად შეიძინა. ამბობენ, რომ სახლის ახალ მფლობელს აქ არც კი უცხოვრია. 2015 წელს კი ეს სახლი იკვე 100 მილიონ დოლარად გაიყიდა.



ეს სახლი თავისი მამულით ლონგ-აილენდის სანაპიროზე ყველაზე ძვირად ღირებულ სახლად ითვლება და... ისევ იყიდება.



სახლი კინგს-პოინტში მდებარეობს, მანჰეტენიდან 40 კილომეტრში.



მამულის დიდი ნაწილი კარგად მოვლილ პარკს უკავია.



ქვის მთავარი სახლი 1928 წელს არის ასენებული და 20-იანი წლების გლამურულ ეპოქას ასახვს.



სახლი მრავალჯერ გადაკეთდა და ფეხდაფეხ მიყვება თანამედროვე ეპოქასა და მის მოთხოვნებს.



მოგვიანებით მთავარ სახლს ორი სასტუმრო სახლი დაემატა. ამჟამად იქ 18 საძინებელია.


აქ უხვადაა ღია სივრცე, რათა მაცხოვრებლები დატკბნენ შესანიშნავი ხედებით.



სახლის მთავარი შესასვლელი კარი ოქროსია.



სამზარეულოს მინის ვიტრაჟიანი სახურავი აქვს. აქვს ასევე ქვის იატაკი, ორი დიდი მაცივარი და სამუშაო მაგიდა დიდი ღუმელით.



სააბაზანოები მარმარილოთი და შუშით არის მოპირკეთებული.



სახლის გარშემო ლაზურიტით, აგატითა და მალაქიტით მოპირკეთებული ტერასებია.



მთავარ სახლში მდებარეობს საცეკვაო დარბაზი, თმის სალონი, ღვინის მარანი, სატრენაჟორო დარბაზი, სპა, საუნა, აუზი, ორსართულიანი თოჯინების სახლი, დანარჩენ შენობებში არის სამორინე, ბოულინგი და ტირი.



უკანა ეზოში ხარობს საუკუნოვანი ხეები.



სახლის მთელ ტერიტორიაზე გადაჭიმულია იაპონური და ინგლისური ბაღები.



ეს ჩოგბურთის კორტია.



მთავარი სახლის უკან კიდევ ერთი აუზია.



სახლს საკუთარი ნავსადგურიც კი აქვს.

კომენტარები

simartle 2018-05-14 18:32
ლალუკას-უბრაელური მეშჩანობა))))არა ნახალოვკურ-გლდანურ-ჭორვილული სჯობს,არა?
simartle 2018-05-14 18:26
თუ ქართველები არ გადავეჩვევით შურიანობას და მუდმივ მოლოდინს რომ ვინმე მილიარდერმა (ან მილიონერმა) უნდა(ვალდებულია) გვიშველოს ან დაარიგოს ფულები,იქმდე არაფერი გვეშველება. რისი გშურთ?ებრაელი,ებრაელიაო რომ გაიძახით,ქართველებს ვინ უშლის შრომას და ფულის შოვნას?ალბათ ხინკალი,ქაბაბი და ბოზბაშის ჭმა გვირჩევნია ....თემური კრგი ადამიანი იყო და ბევრს ეხმარებოდა.ნუ გასკდით გინებითა და შურიანი სისინით.
ლალუკა 2018-04-30 17:31
ტიპიური ებრაული მეშჩანობა
უადგილო ხუმრობა. 2018-04-25 04:14
შენ რომ საშუალება გქონდეს მეტს წამოიღებ მარინა.
MAR 2018-04-23 05:39
VICINO TU VITIRO AM KOMENTAREBZE AR VICI, REEBS WERT XALXOOOOO

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები