ფოტომოგზაურობა ზღაპრულ ქალაქში

სან-ფრანცისკოს სიახლოვეს გასაოცარი სილამაზის პატარა ქალაქი - „კარმელი“ მდებარეობს. მას "ოცნების ქალაქს" ეძახიან. კარმელში ჩასვლისთანავე, ყურადღებას იქცევს უჩვეულო ფორმის შენობა-ნაგებობები. განსაკუთრებით კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს სახლები ძალიან ჰგავს ჰობიტებისა და გნომების საცხოვრებელს - ზღაპრის წიგნებიდან.
კარმელი მდებარეობს კალიფორნიაში, მონტერეის ნახევარკუნძულზე, სან-ფრანცისკოსგან 120 მილის დაშორებით. მე-20 საუკუნის დასაწყისში, კარმელი ძალიან პოპულარული გახდა. ამ ქალაქში ძველად პოეტები და მხატვრები ცხოვრობდნენ. სახლების უმრავლესობაც სწორედ მათ ეკუთვნოდათ. 80-იან წლებში, ქალაქის მერი - ცნობილი მსახიობი, კლინტ ისტვუდი გახლდათ.

ეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს ადგილობრივების
სიყვარული დეტალების მიმართ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან შეგხვდებათ ორიგინალური ღობეები, ლამპიონები და სხვა დეკორაციები. ქალაქი თითქოს ზღაპრიდან გაცოცხლდა. იხილეთ ეს საოცარი ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები