ტაძრის სახურავზე ამოსული 17 ხე და მაკურნებელი წყარო - როგორ ახდა ქალწულმოწამე წმინდანის ვედრება უფლისადმი

საბერძნეთში, წმინდა ქალწულმოწამე თეოდორას სახელი არა მხოლოდ ბერძენი, არამედ სხვა ეროვნების მართლმადიდებლებისთვის კარგად არის ცნობილი. არკადიაში, სოფელ ვაცაში არსებული მისი სახელობის პატარა ტაძრის მოსალოცად მორწმუნეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. ამის მიზეზი კი წმინდანის სახელობის პატარა ეკლესიის სახურავზე უფესვოდ ამოსული 17 ხეა და ის წყარო, რომელიც ტაძრის ძირიდან გამოდის და კურნების ძალა აქვს. მნახველებს უკვირთ, როგორ დგანან ხეები ფესვის გარეშე, ან რატომ არ ინგრევა ასეთი სიმძიმისგან ტაძარი, ან როგორ გამოედინება ტაძრის საძირკველიდან დაუშრეტელი წყარო, რომელსაც მაკურნებელი ძალა აქვს.

ქალწულმოწამე თეოდორას წამების შესახებ
რამდენიმე ვერსია არსებობს. გადმოცემით, წმინდა თეოდორა X საუკუნეში, პელოპონესში ცხოვრობდა. მას ბავშვობიდანვე უყვარდა უფალი და გადაწყვიტა თავი უფლისთვის მიეძღვნა. იგი, როგორც ბერი, მამათა მონასტერში ცხოვრობდა და მამაკაცად იცნობდნენ. სოფლიდან სოფელში დადიოდა, ხალხს უფლის სიყვარულს უქადაგებდა.

ერთ სოფელში გასათხოვარი ქალი დაფეხმძიმდა. ქალს შეეშინდა, რომ სიკვდილით დასჯიდნენ. წმინდა თეოდორას ცილი დასწამა, რომ მისგან იყო ფეხმძიმედ. თეოდორა დააპატიმრეს. მან არ გაამხილა, რომ ქალი იყო და სიკვდილით დასაჯეს. წმინდანმა სასჯელი, როგორც უფლის ნება, ისე მიიღო. წმინდა ქალწულმოწამემ სიკვდილის წინ ინატრა: მისი სხეული ეკლესიად ქცეულიყო, თმა - ხეებად და სისხლი - წყლად. თეოდორას სიკვდილით დასჯის შემდეგ მიხვდნენ, რომ იგი ქალი იყო. იმ ადგილზე ეკლესია ააშენეს. ტაძრის სახურავზე კი 17 ხე აღიმართა, რომელთა სიმაღლე 15 მეტრზე მეტია. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები