ვისი სახლების დათვალიერებას შეძლებთ ჟურნალ "შინის" შემოდგომის ნომერში


ჟურნალ "შინ"-ის შემოდგომო ნომერი უკვე დახლებზეა. საინტერესო და შემოდგომასავით თბილი თემები ნამდვილად შეგიქმნით საუკეთესო განწყობას.
გასწავლით სახლის მოწყობის ოქროს წესებს, გაგარკვევთ, რით ჯობია კერძო სახლი კორპუსის ბინას, ეზოიანი სახლის მფლობელებს კი ლანდშაფტის დიზაინერი ბაღების მოწყობის ახალ ტენდენციებს გააცნობს.
ტრადიციულად, საშემოდგომო ნომერშიც ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე მასპინძლები გვყავს. მათი სახლების დათვალიერება დიდი სიამოვნებაა და შესაძლოა, ბევრისთვის შთაგონებადაც იქცნენ.


ასეთია მარინა ბერიძის "არტბინა", მანიკა ასათიანის თანამედროვე სტილის სახალი, მაკა გიორგობიანის წავკისში მდებარე ულამაზესი აგარაკი. ოთხი შვილის დედის, ნინო ღარიბაშვილის ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები
და ვინტაჟურ სტილში მოწყობილი იტერიერი კი გულგრილს არავის დატოვებს.

ძველ და უნიკალურ სახლებსაც ვეწვიეთ - შინმა ამჯერად სამეფო მემკვიდრეების საცხოვრებლის კარიც შეაღო - სამეგრელოში მცხოვრები პრინცი და პრინცესა მიურატები უნიკალურ სახლსა და ნივთებს დაგათვალიერებინებენ, გიჩვენებთ მწერალთა სახლის უნიკალურ ინტერიერს, ვეწვევით ილია ჭავჭავაძის შტამომავლების ზღაპრულ ბაღს კანადაში.

არც სოფლისთვის აგვილია გვერდი და არც დიასახლისები დაგვიტოვებია საჭირო რჩევების გარეშე...
რა თქმა უნდა, არც ტრადიციული საჩუქარი დაგვვიწყებია - ყველა მკითხველს ულამაზესი კვიპაროსის რამდენიმე თესლს გჩუქნით. ჩარგეთ ქოთანში და მოუარეთ, სანამ მოზრდილ ნერგად არ იქცევა. შემდეგ კი შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას დარგოთ და ამით თქვენი წვლილი შეიტანოთ ზაფხულის ხანძრების შედეგად განადგურებული ტყეების აღდგენაში.
1
20 ყველაზე იღბლიანი მკითხველი კი ჟურნალში სასაჩუქრე ვაუჩერს იპოვის და წიგნის ორიგინალური თაროს მფლობელი გახდება.
მოკლედ, წინ საინტერესო საშემოდგომო საკითხავი გელით. შინთქვენი სახლის ჟურნალია წლის ნებისმიერ სეზონზე



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები