ყველაზე გამძლე ჭიქები! - რატომ შეიქმნა და ვინ იყენებდა მას

გამძლე და ამტანი ჭიქები - დიასახლისები ამ დრომდე ინახავენ და ეს არის თლილი ჭიქა.
მისი გამოშვება ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროს დაიწყო და პირველი ეგზემპლარი იმპერატორს აჩუქეს, როგორც არამტვრევადი ჭურჭლის ნიმუში. პეტრე პირველს ჭიქა ძალიან მოეწონა, რადგან გემით მოგზაურობისას, შტორმის დროს ვარდებოდა ძირს და არ ტყდებოდა.

თლილი ჭიქა საბჭოთა ქვეყანაშიც "დაფასდა". ხრუშჩოვის პერიოდში სპირტიანი სასმელის 125 მლ-იანი და 200 მლ-იანი ბოთლები უბრალოდ გაქრა. მაღაზიაში შეიძლებოდა მხოლოდ ნახევარ ლიტრიანი ბოთლების პოვნა. თუ სახლში იყო თლილი ჭიქა, ბოთლის შემადგენლობის გაყოფა სამ ადამიანზე
იყო მოსახერხებელი: სითხეს ჭიქის ზედა რგოლამდე ასხამდნენ და თითოეულს 167 გრამი ხვდებოდა. ალბათ გსემნიათ და გახსოვთ, რუსეთში გავრცელებული ფრაზა: "сообразим на троих". 

საბჭოთა თლილი ჭიქა სკულპტორმა 1943 წლის 11 სექტემბერს შექმნა ვერა მუხინამ. შუშის დიზაინი შეიმუშავა, როგორც ამბობენ, ცნობილ მალევიჩთან ტანდემში. ამ ჭიქას ზემოთ გვირგვინივით დაბოლოება აქვს.
სულ პირველი, ჯერ კიდევ პეტრესდროინდელ ჭიქას ასეთი გვირგვინი არ ჰქონია. საბოლოოდ, სწორედ ამ უკანასკნელმა დიზაინმა მოიპოვა მასობრივი პოპულარობა. თლილი ჭიქა დღესაც ბევრი დიასახლისის "მარჯვენა" ხელია.

თბილისური ამარკორდი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები