როგორ მორთეს საშობაოდ თეთრი სახლი და როგორ გამოიყურებოდა მელანია ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, ე.წ. თეთრი სახლი ახალმა ბინადრებმა პირველად მორთეს საშობაოდ. მელანია ტრამპი პირადად ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. როცა შენობის მორთვა დასრულდა მელანია ტრამპმა საგანგებო ექსკურსია მოუწყო ჟურნალისტებს, კოლის მოსწავლეებსა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს. სტუმრებს ის დიორის თეთრ კაბასა და ოქროსფერ ფეხსაცმელში დახვდა, რაც ძალიან ეხამებოდა შექმნილ სადღესასწაულო გარემოს.

რადგან ტრამპებისთვის ეს პირველი შობაა, მელანიამ მისი განსაკუთრებულად აღნიშვნა გადაწყვიტა. პირველი ლედის მითითებით, თეთრი სახლის საშობაო დიზაინში ამ სახლის 200 წლოვანი ტრადიციები გაითვალისწინეს. როგორც პირველმა ლედიმ სტუმრებს განუმარტა, ყველა ოთახის მორთულობაშია რაიმე
დეტალი, რომელიც სახლის რომელიმე ძველ ბინადარს უკავშირდება.



საშობაო თაფლაკვერის სახლი

ლურჯი ოთახის ნაძვის ხე




ნაშობაო დეკორაცია კენედის გამოსახულებით


აღმოსავლეთ ბაღის საშობაო ნაძვის ხე



თეთრი სახლის აღმოსავლეთ დერეფანი



ცენტრში თეთრი სახლის მთავარი ნაძვის ხეა

წითელი ოთახის საახალწლო მორთულობა

პირველი ლედი მოსწავლეებს მასპინძლობს


წითელი ოთახის მორთულობა

















კომენტარის დამატება