რა მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს მინა, რომელსაც შენობის ფასადზე იყენებენ

თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას საზოგადოება ვერასდროს დაივიწყებს. ერთი შეხედვით, სრულიად უსაფრთხო გარემო პატარა ბიჭისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
არადა, თბილისში უამრავი შენობაა მინის ფასადით. როცა ამ "გამჭვირვალე" მშენებლობების ბუმი დაიწყო, მინებისგან მომდინარე საფრთხეზე თითქმის არავის უფიქრია. რამდენად პასუხობდა უსაფრთხოების ნორმებს მინა, რომელმაც ბავშვი იმსხვერპლა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. თუმცა არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთანაც აუცილებლად შესაბამისობაში უნდა იყოს შენობებზე გამოყენებული მინა. მით უმეტეს, რომ კერძო სახლების მშენებლობისას ბევრი ირჩევს მინის ფასადსა თუ ვიტრაჟებს. კორპუსებშიც უფრო და უფრო დიდი ზომის ფანჯრები
გვხვდება.

როგორი უნდა იყოს შენობის ფასადზე გამოყენებული მინა:
  • შენობის მინის ფასადი მყიფე და მსხვრევადი შუშის არ უნდა იყოს. ფასადის მინა შემთხვევით დარტყმას ადვილად უნდა უძლებდეს, გატეხვისას კი დამცავმა ფენამ მისი დანაწევრება უნდა შეაფერხოს.

  • ფასადის მინა რომ უსაფრთხო იყოს, ამისათვის იყენებენ სპეციალურად გამოწრთობილ ან ლამინირებულ მინას. უსაფრთხოდ ითვლება ე.წ. არმირებული მინაც.

  • წრთობილი მინა გამძლეა ტემპერატურის ცვლილებისა და დარტყმის მიმართ. დამსხვრევის შემთხვევაში გლუვკიდეებიანი და არცთუ დიდი ნამსხვრევები სცვივა. ამით მისი გამოყენება უფრო უსაფრთხო ხდება.

  • არმირებული, ანუ მინა შუაში მეტალის ბადით არ აძლევს მას ნამცხვრევებად გაფანტვის საშუალებას.



  • ლამინირებული მინა კი შუშის რამდენიმე ფენისგან შედგება. ის, ისევე როგორც არმირებული მინა არ იფანტება, მხოლოდ ბზარებს იკეთებს. ეს შუშები სქელია, ამიტომ თბოიზოლაციას, ხმაიზოლაციას და სახანძრო უსაფრთხოებას თანაბრად უზრუნველყოფს.

  • როცა შენობის ფასადისთვის მინას ირჩევენ, 8 მილიმეტრზე ნაკლები სისქის არ უნდა შეარჩიონ.




კომენტარის დამატება