ეს ხიდი 2 მილიარდი დოლარი ღირს, თუმცა მას სხვა ფასეულობაც გააჩნია - საოცარი კადრები

2018 წლის ივნისში ვიეტნამში მონუმენტური ძეგლი გაიხსნა. Cau Vang, ანუ ოქროს ხიდს ცაში ორი უზარმაზარი ხელი აღმართავს. 150 მეტრიანი კონსტრუქცია ქალაქ დანანგში, კურორტ Ba Na Hills-ზე მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მეტრზე.



ეს 2 მილიარდიანი, ფანტასტიური პროექტი კომპანია TA Landscape Architecture-ს ეკუთვნის. დანახარჯი კოლოსალურია, თუმცა მთლიანობაში პროექტმა გაამართლა, ამიერიდან აღნიშნული რეგიონი მზად არის წელიწადში 1.5 მლნ ტურისტს უმასპინძლოს.

ზემოდან ოქროს ხიდი აბრეშუმის ლენტს წააგავს, რომელიც ღრუბლებშია მიმალული. თვალუწვდენელი სიმაღლიდან ქალაქ დანანგზე საოცარი ხედი იშლება. დაბერებული ხელები სიძველის ილუზიას ქმნის.



ხიდის გასწვრივ
ულამაზესი ყვავილები, ლობელიებია განთავსებული. სულ მცირე დროში ოქროს ხიდი უკვე მსოფლიო არქიტექტურის შედევრად არის მიჩნეული. იგი ჩვენი პლანეტის ულამაზეს ხიდად ითვლება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები