საოცრად ფერადი კუნძული იტალიაში

როდესაც ვენეციაში, პატარა კუნძულ ბურანოზე მოხვდებით, თავი ზღაპრულ, ფანტასტიურ სამყაროში გეგონებათ. ამ კუნძულზე სულ ხასხასა, ფერად-ფერადი სახლებია. თუმცა არა მარტო სახლები გაგაოცებთ, აქ ხალხი მაქმანების მუზეუმში მაქმანების სანახავად და სან-მარტინოს კოშკის მოსანახულებლადაც დადის.

კუნძულ ბურანოს ისტორია
უძველესი დროიდან კუნძულის სიახლოვეს ტერიტორიები ძველი რომის საკუთრება გახლდათ. მოსახლეობა მშვიდად ცხოვრობდა და შრომობდა. მამაკაცები თევზჭერას მისდევდნენ, ქალები კი საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებულები. თუმცა ბარბაროსთა შემოსევებმა აიძულა მოსახლეობა დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და გაქცეულიყვნენ, თავი უფრო უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინათ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სწორედ კუნძული ბურანო
გახლდათ. ეს კუნძული ვენეციდიიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. რატომ დაერქვა ბურანო, არავინ იცის. ამბობენ, რომ ოდესღაც აქ ბურანოს გვარის წაგმომადგენლები ცხოვრობდნენ და იმიტომ. 1923 წლამდე კუნძული ქალაქის სტატუსს ატარებდა, შემდეგ ვენეციის ერთ-ერთ კვარტლად გადაიქცა, ტერიტორია 21 ჰექტარზე ცოტა მეტს მოიცავს. დღესდღეობით ამ კუნძულზე დაახლოებით 3000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ბურანოს ღირსშესანიშნაობები
უძველესი დროიდან ქალაქი მაქმანების წარმოებით იყო ცნობილი. ქსოვის ტექნოლოგია, როგორც ამბობენ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან იმპორტირდა, კერძოდ კუნძულ კვიპროსიდან, რომელიც იმ დროისათვის რომის იმპერიის ერთ-ერთი კოლონია გახლდათ. თავდაპირველად მზა მაქმანები შემოჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით დაეუფლნენ ტექნოლოგიას და მაქმანებს თავად ქსოვდნენ. კუნძულის მცხოვრბლებს სჯერათ, რომ მაქმანების ქსოვა სწორედ ამ კუნძულის მცხოვრები ქალბატონების მოგონილია, როდესაც ისინი ქმრებისთვის თევზის დასაჭერ ბადეებს ქსოვდნენ.
კუნძულზე მდებარეობს მარლეტის მუზეუმი. მარლეტი იტალიურად მაქმანს ნიშნავს. მუზეუმი მაქმანების ქსოვის სკოლის ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც 1979 წელს დაიხურა. მუზეუმში ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო პროგრამაა. 

რატომ შეღებეს სახლები

როდის დაიწყეს აქ სახლების მრავალფეროვნად შეღებვა, არავინ იცის. არსებობს მხოლოდ ლეგენდები. მაგალითად, ერთი ლეგენდის მიხედვით, კუნძული, რომელიც ზღვითაა გარემოცული, მეზღვაურებით იყო ძირითადად დასახლებული. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული მეზღვაურები ტავერნებსა და ბარებს მოედებოდნენ და გვარიანად აღნიშნავდნენ მშვიდობიან დაბრუნებას. უგონოდ მთვრალი მეზღვაური რომ სახლამდე მისულიყო, ცოლი მას შუბლზე ნიშანს უკეთებდა, იმ ფერს, რომელიც მისი სახლის ფერს შეესაბამებოდა. ასე მიჰყავდათ მეზღვაური სახლამდე.
მეორე ვერსიის თანახმად, ყველა გვარსა თუ კლანს თავისი ფერი ჰქონდა და იმ ფრად ღებავდა სახლებს. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები